აშშ-ში მზის ენერგიაზე მომუშავე "ყორანი" შექმნეს

აშშ-ში მზის ენერგიაზე მომუშავე "ყორანი" შექმნეს

აშშ-ში მერილენდის უნივერსიტეტის ინჟინრებმა მზის ენერგიაზე მომუშავე ახალი უპილოტო საფრენი აპარატი Raven III (ქართულად "ყორანი") შექმნეს. უცნაური იერის უპილოტოს თხელი აპკისგან დამზადებული ფრთები აქვს, რომლებსაც ის ჰაერში ფრენისას ფრინველივით იქნევს.

გამოცდის პირველი ეტაპი უპილოტომ წარმატებით გაიარა, თუმცა კონსტრუქციას გარკვეული სრულყოფა სჭირდება. პირველ ყოვლისა, მზისგან მიღებული და ელექტროენერგიად გარდაქმნილი ენერგიის მოცულობის გაზრდაა საჭირო. ამ ეტაპზე ფრთებზე დამაგრებული მზის ელემენტების ეფექტურობა მხოლოდ 6%-ით განისაზღვრება. ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, "ყორანის" ავტორები ამ მაჩენებლის გაუმჯობესებას გეგმავენ.

ფრინველების ფრენის პრინციპზე დაფუძნებული უპილოტო საფრენი აპარატების შექმნაზე მერილენდის უნივერსიტეტის სპეციალისტები 2007 წლიდან მუშაობენ. "ყორანის" პირველი პროტოტიპი ავტორებმა 2013 წლის გაზაფხულზე წარადგინეს.

მზის ენერგიაზე მომუშავე საფრენი აპარატები ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს. პილოტირებად ნიმუშებთან ერთად, ამერიკული კომპანია Titan Aerospace მხოლოდ მზის ელემენტების მიერ გამომუშავებული ენერგიის ხარჯზე მოქმედ უპილოტოზე მუშაობს. მათი პირველი აფრენა 2014 წელს იგეგმება. მზის ენერგიის წყალობით ასეთი აპარატის ფრენის ხანგრძლივობა რამდენიმე თვით ან წელიწადით განისაზღვრება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა