გი­ვი სი­ხა­რუ­ლი­ძე: "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ზოგიერთი მო­ნა­წი­ლე სა­მარ­ცხვი­ნოა"

გი­ვი სი­ხა­რუ­ლი­ძე: "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ზოგიერთი მო­ნა­წი­ლე სა­მარ­ცხვი­ნოა"

გი­ვი სი­ხა­რუ­ლი­ძე მუდ­მი­ვად ხვდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში, მის შე­სა­ხებ არა­ერ­თი ანეკ­დო­ტი არ­სე­ბობს, ახალ­გაზ­რდებ­მა მსა­ხი­ობ­ზე სა­ხუ­მა­რო სიმ­ღე­რაც კი და­წე­რეს. მაგ­რამ თვი­თონ ეს ხუმ­რო­ბე­ბი არ სწყინს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსა­ხი­ო­ბი და მწე­რა­ლი "მწე­რალ­თა დარ­ბა­ზის" უცხ­ო­ე­თის შე­მოქ­მე­დე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ და­ი­ნიშ­ნა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში გი­ვი სი­ხა­რუ­ლი­ძის ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­ვა.

- ბა­ტო­ნო გი­ვი, რის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს თქვე­ნი ახა­ლი წიგ­ნი?

- ჩე­მი ახა­ლი წიგ­ნი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი­ა, თურ­ქეთ­ში და­ბეჭ­და ცნო­ბილ­მა სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა ლა­დო ათა­ნელ­მა. ეს არის უმაღ­ლეს პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე და­ბეჭ­დი­ლი წიგ­ნი, პირ­ვე­ლად მოხ­და მსოფ­ლიო მწერ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რო­ცა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია გად­მო­ცე­მუ­ლია ნო­ვე­ლე­ბის სა­ხით. დიდ შრო­მას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ წიგ­ნზე მუ­შა­ო­ბა. ლა­დო და მი­სი მე­უღ­ლე ერთ სტროფს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ლა­დოს ცხოვ­რე­ბი­დან, მე კი იქ­ვე ვწერ­დი ახალ ნო­ვე­ლას. თა­ვა­დაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ამით. მე­რე ვმუ­შა­ობ­დი ამის დაწ­მენ­და­ზე, და­მუ­შა­ვე­ბა­ზე, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლად, ასე­ვე გრა­მა­ტი­კუ­ლად. არ მიყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე ლაპარაკი, მაგ­რამ გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ვი­და.

- ახა­ლი თა­ო­ბის მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას თუ ეც­ნო­ბით, ვინ არის თქვენ­თვის საინ­ტე­რე­სო?

- პე­რი­ფე­რი­ე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი გო­გო-­ბი­ჭე­ბი უფ­რო კარგ ნა­წარ­მო­ე­ბებს ქმნი­ან, ვიდ­რე ისი­ნი, დღე­და­ღამ ტე­ლე­ვი­ზი­ით ჭკუ­ას რომ გვა­რი­გე­ბენ. გა­მო­ვარ­ჩევ ვახ­ტანგ ღლონტს. რო­გორც რე­ზო ამა­შუ­კე­ლია, ანა კა­ლან­და­ძე და გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე იყ­ვნენ გე­ნი­ო­სე­ბი, ასე­თია ვახ­ტანგ ღლონ­ტიც. მომ­წონს ვა­ჟა ოთა­რაშ­ვი­ლი და თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლი.

- კრი­ტი­კუ­ლად ვის მი­მართ ხართ გან­წყო­ბი­ლი?

- იმ ახალ­გაზ­რდე­ბის მი­მართ, ვინც გა­მუდ­მე­ბით ტე­ლე­ე­თერ­ში პო­ზი­რებს. ერ­თხელ არ მი­ნა­ხავს ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრე­მი­ა­ზე "სა­ბა" ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და დიდ გუ­ლის­წყრო­მას იწ­ვევს ეს მწერ­ლებ­ში. იცი­ან, რომ შე­ი­ტა­ნონ თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შე­ვა­რი, მა­ინც არა­ვინ წა­რად­გენს პრე­მი­ა­ზე, რად­გან სულ ერთ წრე­ში ტრი­ა­ლებს ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი.

- ბა­ტო­ნო გი­ვი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ახა­ლი სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ებს?

- პირ­ველ რიგ­ში, ჟი­უ­რი­ში უნ­და იყ­ვნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. მო­ნა­წი­ლე­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, იქაც ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც არ ვი­ცი, რის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩი­ეს. ეს უკ­ვე სა­სა­ცი­ლო­ა.

- ვის გუ­ლის­ხმობთ, გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილს?

- არ მინ­და, ვინ­მეს პი­როვ­ნუ­ლად შე­ვე­ხო. ერთს ვიტყ­ვი, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ზოგიერთი მო­ნა­წი­ლე სა­მარ­ცხვი­ნო­ა. ვინც მომ­წონს, არის სა­ლო­მე ჭა­ჭუა და ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­-გნა­რი. მი­ხა­რი­ა, რომ ბარ-გნა­რი ჩემს გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს­თან ცეკ­ვავს და გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­სურ­ვებ.

- ია ფა­რუ­ლა­ვაც არ იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, მაგ­რამ რო­ცა თქვენ მო­ნა­წი­ლე­ობ­დით "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში", ის ჟი­უ­რი­ში იჯ­და, ასე­ვე მა­რი­ნა ბე­რი­ძე და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც.

- ია არ არის მო­ცეკ­ვა­ვე, მაგ­რამ ის არის კარ­გი შო­უ­მე­ნი. შო­უ­ში გა­დაჰ­ყავ­და გა­და­ცე­მა. ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლიც არ არის მო­ცეკ­ვა­ვე, მაგ­რამ შოუ გა­ა­კე­თა, ნი­ჭი­ე­რი კა­ცია და მო­უხ­და გა­და­ცე­მას. ან ცეკ­ვა უნ­და შე­გეძ­ლოს, ან შო­უს დად­გმა, რო­ცა ამ პრო­ექ­ტში იღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო კო­მენ­ტა­რებს აკე­თებთ, ბო­ლოს პი­ა­ნისტ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ და­წე­რეთ: რა კარ­გი ძუ­ძუ­ე­ბი აქვს, ვინ არის, სიკ­ვდი­ლამ­დე გა­მა­ცა­ნით ეს გო­გო­ო. ნამ­დვი­ლად თქვენ წერთ ამ კო­მენ­ტა­რებს?

- ცხოვ­რე­ბა­ში არ ჩა­მი­ხე­დავს კომ­პი­უ­ტერ­ში, "ფე­ის­ბუ­ქი" რა არის, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. ვი­ღაც იდი­ო­ტებ­მა გა­ა­კე­თეს ჩემს მა­გივ­რად ჩე­მი "ფე­ის­ბუ­ქი". არ ვი­ცი, ეს რა მა­რაზ­მი­ა, რა იკადრეს იდიოტებმა. რაც უნ­დათ, ის და­წე­რონ, უნ­და ჩაკ ნო­რი­სი მე­ძა­ხონ და რა­ზეც უნ­დათ, იმა­ზე იხუმ­რონ, მაგ­რამ ვბრაზ­დე­ბი, ჩემს მა­გივ­რად "ფე­ის­ბუ­ქით" ხან ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­ზე რომ წე­რენ სი­სუ­ლე­ლე­ებს და ხან სხვებ­ზე.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, უერ­თდე­ბით თუ არა მათ მოთხ­ოვ­ნას?

- რუ­სებ­მა ჭკუა უნ­და ის­წავ­ლონ და და­უ­ფიქ­რდნენ თა­ვიანთ საქ­ცი­ელს, სა­ზიზღ­რო­ბაა ეს მავ­თულ­ხლარ­თე­ბის გად­მო­წე­ვა, მაგ­რამ რუ­სე­ბის ჯიბ­რზე ჩვენ არ უნ­და ჩა­მოვ­რჩეთ. მა­გათ გა­მო არ უნ­და გავ­ხდეთ ჩემ­პი­ო­ნე­ბი? თქვენ ხომ არ იცით, რა მძი­მე შრო­მა უწევთ სპორ­ტსმე­ნებს, წლებს ატა­რე­ბენ ვარ­ჯიშ­ში და იმის გა­მო, რაც ხდე­ბა, ოლიმ­პი­ა­და­ზე უა­რი არ უნ­და ვთქვათ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება