რატომ არ ურიგდება მაგდა ვასაძე ყოფილ ქმარს

რატომ არ ურიგდება მაგდა ვასაძე ყოფილ ქმარს

"ახალი ხმის"მონაწილე მაგდა ვასაძე ცოტა ხნის წინ ოთარ ტატიშვილის შოუში გამოჩნდა. მაგდა ახლად შექმნილი "გუფი ლენდის"სოლისტი გახდა. შეთავაზებას სიხარულით დათანხმდა. არცაა გასაკვირი, საქართველოში მომღერლები ხომ სიახლეებით არ არიან განებივრებული და კარიერის გამო ბევრს ქვეყნის დროებით ან სამუდამოდ დატოვება უწევს.

როდის ხდება კამიკაძე

- ვასაძეები წარმოშობით ასკანიდან ვართ. გურულები გახლავართ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბაბუაჩემის ბაბუა გურიიდან წამოვიდა და ხალაში დავსახლდით. ეს სოფელი ქობულეთსა და ბათუმს შორისაა. დაბადებიდან აჭარაში ვცხოვრობთ, მაგრამ გურული ფესვები გვაქვს.

- მშობლებს რა პროფესია აქვთ?

- დედა და მამა ერთად სწავლობდნენ. დედა ძალიან ადრე, 17 წლის გათხოვდა. ბათუმში ბუღალტერიას ერთ ჯგუფში ეუფლებოდნენ. მამა 21 წლის იყო, დედა რომ მოიყვანა ცოლად. მშობლების ფოტო ქობულეთშია გადაღებული 1993 წელს.

- მშობლები მღერიან?

- ვასაძეების გვარი იმით გამოირჩევა, რომ ბევრი მღერის. მამაჩემი მოცეკვავე იყო. დედას ძალიან კარგი სმენა აქვს, ის ჩემი ყველაზე კარგი კრიტიკოსია ყოველთვის, მაგრამ ვერ მღერის.

- მომდევნო ფოტო, სავარაუდოდ, შენი პირველი ფოტოა. რამდენიმე თვის იქნები.

- ფოტოზე მე და ჩემი და ვართ. ჩემი და ორ მარტს დაიბადა. ჩვენ შორის განსხვავება სულ რაღაც თერთმეტი თვეა. ყოველთვის ტყუპივით გვეცვა. უბრალოდ, ტანსაცმელი სხვადასხვა ფერის იყო. როგორც ამბობენ, ძალიან ჭირვეული ბავშვი ვიყავი. სულ ვწუწუნებდი და ვტიროდი. ჩემ გამო სისხლი ჰქონდათ გამშრალი.

- დებს რა ჰქვიათ?

- ხათუნა და მარიტა.

- ალბათ, სამი და ძმაზე ოცნებობდით.

- სასურველი იქნებოდა, ძმა გვყოლოდა, მაგრამ დებს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს და ამ მხრივ რაიმე დანაკლისს არ განვიცდით. მომდევნო ფოტოზე მე და ჩემი უფროსი და ვართ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება