ვოლგოგრადში ავტობუსის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ვოლგოგრადში ავტობუსის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, ავტობუსში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ავტობუსში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 20-ზე მეტი ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის შეფასებით, მომხდარს უკვე მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკცია. მისივე თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შაჰიდ ქალს ჰქონდა დამონტაჟებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა