კოლინ ფარელმა პორნომაგნატებთან 5 მლნ დოლარიან გარიგებაზე უარი თქვა

კოლინ ფარელმა პორნომაგნატებთან 5 მლნ დოლარიან გარიგებაზე უარი თქვა

ჰოლივუდის მსახიობმა კოლინ ფარელმა უარი თქვა პორნოვიდეოს სანაცვლოდ 5 მლნ-ის მიღებაზე, რომელსაც მას პორნომაგნატები სთავაზობდნენ. ამის შესახებ The Irish Sun იუწყება.

პორნომაგნატები Playboy-ს მოდელთან, ნიკოლ ნარაინთან გადაღებული ვიდეოს დემონსტრირების უფლებისთვის კოლინ ფარელს 5 მლნ დოლარს უხდიდნენ, თუმცა ფარელმა ამაზე უარი თქვა.

ფარელმა 2006 წელს სასამართლო პროცესიც კი წამოიწყო იმ მიზნით, რომ შეეჩერებინა უკანონო ვიდეოჩანაწერების გავრცელება. "შემომთავაზეს ამ ვიდეოს დიდძალ თანხად გაყიდვა, თუმცა მე გადაჭრით ვთქვი უარი. წარმოვიდგინე, რა რეაქცია ექნებოდა დედაჩემს, შვილის მონაწილეობით ახალი ფილმის ნახვა რომ მოსდომებოდა", - ციტირებს მსახიობის სიტყვებს The Irish Sun-ი.

ფარელმა განაცხადა, რომ ამჟამად თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე 6 წლის წინ როდესაც სუიციდისკენ იყო მიდრეკილი. მაშინ მსახიობმა უარი თქვა ნარკოტიკებსა და სხვა მავნე ჩვევებზე, რათა ცხოვრების ჯანსაღ წესს დაბრუნებოდა. მსახიობს თავისი პრობლემები ჰოლივუდური ცხოვრებისთვის არ დაუბრალებია - მას პრობლემები გარდატეხის ასაკიდან დაეწყო.

"სირთულეები მანამდე დაიწყო, ვიდრე კინოში გადაღებას დავიწყებდი. მქონდა დეპრესია და გამუდმებით ვსვამდი. მე ამით საერთოდ არ ვამაყობ, რადგან მიმაჩნია, რომ ამგვარი თემები საერთოდ არ არის საამაყო",- ამბობს მსახიობი. 

მსახიობმა განაცხადა, რომ მას ძალების მოკრეფაში შვილი ჯეიმსი დაეხმარა, რომელიც ახლა 10 წლის არის.

"ჩემი ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ მაიამიში და მითხრეს, რომ უკვე დრო იყო შევჩერებულიყავი. თავადაც  ვხვდებოდი, რომ ვკვდებოდი. დავიწყე იმაზე ფიქრი, რას გავაკეთებდი სამომავლოდ. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჯეიმსმა. სულ 2 ვარიანტი მქონდა - თვითმკვლელობა ან რამის შეცვლა. საბოლოოდ მივიღე სწორი გადაწყვეტილება",- გაიხსენა მსახიობმა.

მომზადებულია www.thesun.ie-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება