ვიქტორია ბექჰემი სახლს კოკო შანელის სტილში მოაწყობს

ვიქტორია ბექჰემი სახლს კოკო შანელის სტილში მოაწყობს

დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი ლონდონში საკუთარი სახლის  Holland Park-ის კოკო შანელის სტილში მოწყობას აპირებს. ვარსკვლავთან დაახლოებული წყარო იტყობინება, რომ ვიქტორიას ამ მიმართულებით გრანდიოზული გეგმები აქვს.

"ვიქტორიას სურს, რომ მისი სახლი ისე გამოიყურებოდეს, როგორც კოკო შანელის სახლი პარიზში. ეს მისი ყველაზე საყვარელი ადგილია მსოფლიოში. მას უყვარს ელეგანტური სტილის დეკორი, დიდი სარკეები და ჭაღები, თეთრი მარმარილო და შავი გაპრიალებული ფილები", - აცხადებს წყარო.

როგორც ინფორმატორი აცხადებს, ვიქტორიას არა მხოლოდ სურს შექმნას მოდური სახლი, არამედ სურს ის ფუნქციურიც იყოს და ოჯახის ყველა წევრისთვის მოსახერხებელი.

"ვიქტორია გეგმავს გააკეთოს დიდი პროფესიონალური სამზარეულო დევიდისთვის, რომელსაც უყვარს საჭმელების მომზადება. ასევე სახლში იყოს სახელოსნო, სადაც ის შეძლებს შექმნას კოსტიუმები",- ამბობს წყარო.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბექჰემებმა ჰერტფორდშირში "ბეკინგემის სასახლის" სახელით ცნობილი სახლი გაყიდეს. ოჯახი ამ სახლში 1999 წლიდან ცხოვრობდა. ახლა კი ვიქტორია, დევიდი და მათი 4 შვილი ლონდონში, Holland Park-ში დასახლდებიან.

ფოტო: ვიქტორია ბექჰემი და კარლ ლაგერფილდი პარიზში, კოკო შანელის სახლში.

მომზადებულია www.spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება