რიანა მეჩეთიდან გამოაგდეს

რიანა მეჩეთიდან გამოაგდეს

მომღერალი რიანა აბუ-დაბის დიდი მეჩეთიდან, იქ მოწყობილი ფოტოსესიის გამო გამოაგდეს. მომღერალს აბუ-დაბიში კონცერტი ჰქონდა და გადაწყვიტა, ქალაქის ღირსშესანიშნაობა მოენახულებინა. რიანას შავი კომბინიზონი ეცვა, რომელიც ადგილობრივების თქმით, "უფრო აშიშვლებდა, ვიდრე ფარავდა" მის  სხეულს.

რიანამ მეჩეთში ფოტოების გადაღება დაიწყო. თუმცა, მომღერლის გამომწვევმა პოზირებამ სასულიერო პირთა აღშფოთება გამოიწვია და მას კომპლექსის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მომღერალი "უპატივცემულოდ და შეუფერებლად" მოიქცა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება