79 წლის იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი სილამაზითა და იშვიათი ეშხით მამაკაცებს დღესაც ხიბლავს.
ცოცხალ ლეგენდას პაპარაცებმა ფოტოები ვენეციაში გადაუღეს. ვარსკვლავმა ფოტოგრაფების ჯგუფი შენიშნა, მაგრამ ჰოლივუდელი კოლეგებისგან განსხვავებით, თავაზიანად მიესალმა.
"სოფი ძალიან დახვეწილია და მასთან ყველა კაცი ჯენტლმენი ხდება", - ამბობენ ფოტოგრაფები.
ყველა გოგონა, ვისაც სოფისთან საუბრის საშუალება ეძლევა, ვარსკვლავს ეკითხება, რა არის მისი სილამაზის საიდუმლო. "ტანადობა, რომელიც ასე ძალიან მოგწონთ, სპაგეტის დამსახურებაა, არასდროს გამისინჯავს შემწვარი კარტოფილი", - პასუხობს ვარსკვლავი.
ლორენი 4 შვილიშვილის ბებიაა.
ასევე იხილეთ: ცოცხალი ლეგენდა - სოფი ლორენის საუკეთესო ფოტოები
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.