მამაკაცებს ყველაზე მეტად ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავ თანხად დაზღვეული უკანალი ხიბლავთ, მაგრამ კარიერის დასაწყისში პირადი აგენტი ვარსკვლავისგან სტანდარტულ, დახვეწილ ჰოლივუდურ გარეგნობას მოითხოვდა. ჯენიფერ ლოპესმა ჟურნალ Cosmopolitan-ს ინტერვიუ მისცა და საკუთარ გარეგნობაზე გულახდილად ისაუბრა.
"ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოჯახი მასწავლიდა, რომ საკუთარი სხეული ისეთი მყვარებოდა, როგორიც არის. ნიუ-იორკში ჩემს მეზობლებსაც ისეთივე ტანი და აღნაგობა ჰქონდათ, როგორიც მე - არაფერი განსაკუთრებული. როდესაც პირველად ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, ყველა, მათ შორის ჩემი მენეჯერიც მკაცრად მეუბნებოდა, რომ გარეგნობაში რადიკალური ცვლილებები უნდა შემეტანა. როდესაც ვიღაც თქვენს გარეგნობას აკრიტიკებს, აუცილებელია, რომ თქვათ, ჩემს ფორმებს ცუდი არაფერი სჭირს და ერთადერთი ხარ, ვისაც ამის გამო პრობლემა აქვს. როდესაც თავადაც დაიჯერებთ, რომ უნაკლო ხართ, სხვებიც დაიჯერებენ", - განაცხადა ლოპესმა ინტერვიუში.
მომზადებულია cosmopolitan.com-ის მიხედვით.