რა საქმიანობა წამოიწყო ნინი ბადურაშვილმა კახა კუხიანიძესთან ერთად

რა საქმიანობა წამოიწყო ნინი ბადურაშვილმა კახა კუხიანიძესთან ერთად

თბილისში არაერთი საბავშვო მუსიკალური სტუდიაა, მათ რიცხვს კიდევ ერთი შეემატა: მომღერლებმა - ნინი ბადურაშვილმა და კახა კუხიანიძემ საბავშვო ვოკალური სკოლა-სტუდია "მზე" დააფუძნეს და ცდილობენ, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული არაერთი პატარა მიიზიდონ და მუსიკას აზიარონ.

კახა კუხიანიძე:

- დიახ, მე და ნინი ბადურაშვილმა საბავშვო მუსიკალური სტუდია დავაფუძნეთ, რომელსაც თბილისის უბნებში ფილიალები აქვს. მაგალითად, ვაკეში 2-ია, არის საბურთალოზე, იხნება დიღმის მასივში, დიდ დიღომსა და ვარკეთილში.

- რას სთავაზობთ პატარებს?

- ეს სტუდიები, სკოლებშია განთავსებული, რაც ბავშვებისთვის და მათი მშობლისთვის ძალზე მოხერხებულია. პატარები სკოლაში საგაკვეთილო პროცესს როგორც კი დაამთავრებენ, სტუდიას მიაკითხავენ. ფასიც შეღავათიანია. მუშაობენ კარგი პედაგოგები.

ბავშვებს კონცერტები ექნებათ სკოლებში, თბილისის პარკებში, მონაწილეობას მიიღებენ შოუპროგრამებში, ტელეგადაცემებში... სტუდიას "მზე" დავარქვით, რაც პატარებთან ყველაფერ დადებითთან ასოცირდება, უპირველესად კი - თბილ გარემოსთან.

- ამ საქმემ შენ და ნინი როგორ დაგაკავშირათ, მეგობრები ხართ?

- ბავშვობიდან ვმეგობრობთ, ნინი ჩემი ახლობელია. ძალიან მიყვარს როგორც ადამიანი. როდესაც ორი პიროვნება ერთად საქმის კეთებას იწყებს, საჭიროა, რომ ერთმანეთი დააბალანსონ. ამასთან, საქმიანობისას ჰქონდეთ სტიმული. ამ შემთხვევაში ნინი დიდ სტიმულს მაძლევს, რომ საქმე კარგად და ხარისხიანად გამოგვივიდეს. მეც ასევე ვარ მისთვის. მხარში ვუდგავარ. მოკლედ, ერთმანეთს ვაბალანსებთ... კარგი ახლობლები ვართ (სიცილით ამბობს)... საბავშვო მუსიკალურ სფეროში 7 წელია, ვმუშაობ და გამოცდილებაც მაქვს, რა, როგორ უნდა გავაკეთო, კარგად ვიცი და მგონია, რომ ერთად უკეთესად გამოგვივა.

- ნინისთვის ბავშვებთან მუშაობა, მგონი, ახალი ხილია... როგორც ვიცი, მას პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არ აქვს...

- კი, მაგრამ ის პატარებს ძალიან უყვართ... მერე დედა გახდა და ბავშვი მისთვის განსაკუთრებული რამაა უკვე. ამიტომ მათთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს. თითოეულ ბავშვზე ნერვიულობს, ვინ როგორ მღერის. მოკლედ, საქმეში აქტიურად ჩაერთო...

ზოგადად თუ არ იაქტიურებ და ხარისხს არ აჩვენებ, არ გამოვა. თბილისში ყველა ნაბიჯზე მუსიკალური სტუდიაა გახსნილი, სადაც საკმაოდ დაბალი ხარისხია... ჩვენ რაღაცით ხომ უნდა გამოვირჩეოდეთ?

- ნინიმ ბოლო დროს დიდი სტრესს გაუძლო და როგორც ჩანს, ახლა მზად არის, ასეთი სერიოზული საქმიანობა წამოიწყოს...

- ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რატომაც მინდოდა, რომ ნინი ამ საქმიანობაში ჩართულიყო, ის არის, რომ საკმაოდ ძლიერი ადამიანია. თუნდაც იმ ყველაფრის მერე, რაც მან გადაიტანა და განიცადა, მყარად დგას, - შინაგანად ძლიერია. მიმაჩნია, რომ საქმეშიც ასეთივე იქნება და ამიტომაც გადავწყვიტე მასთან ამ საქმეში თანამშრომლობა... ამასთან, ლამაზია და ყოველთვის სასიამოვნოა, მშვენიერ ქალბატონთან ურთიერთობა. მოკლედ, მონდომებულები ვართ და დარწმუნებულებიც, რომ შედეგიც გვექნება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება