გენადი ონიშენკო დიმიტრი მედვედევის თანაშემწედ დაინიშნა

გენადი ონიშენკო დიმიტრი მედვედევის თანაშემწედ დაინიშნა

რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწე გახდა.

მთავრობის ხელმძღვანელის პრეს-მდივნის, ნატალია ტიმაკოვას განცხადებით, "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის მოვალეობას ონიშენკოს მოადგილე, ანა პაპოვა შეასრულებს. 

ტიმაკოვას თქმით, ონიშენკო და პრემიერ-მინისტრი ამ საკითხზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეთანხმდნენ.  მაშინ მედვედევმა რუსეთის მთავარ სანიტარს პრემიერის თანაშემწის რანგში მთავრობაში გადასვლა შესთავაზა.

"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის პოსტზე 63 წლის გენადი ონიშენკოს კონტრაქტი 21 ოქტომბერს ამოიწურა და იგი ხელახლა არ დადებულა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, მაღალჩინოსნები 60 წელს ზემოთ მხოლოდ ხელშეკრულების პირობებით მუშაობენ. ადრე ონიშენკოსთან კონტრაქტს ყოველწლიურად აახლებდნენ.

გენადი ონიშენკოს "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის თანამდებობა უწყების დაარსებიდან, 2004 წლიდან ეკავა.

მომზადებულია «Интерфакс»-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა