Forbes-ის ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ადამიანების რეიტინგი

Forbes-ის ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ადამიანების რეიტინგი

მომღერალი მაიკლ ჯექსონი იმ ადამიანების რეიტინგს ლიდერობს, რომლებიც გარდაცვალების შემდეგაც კი ფულის გამომუშავებას აგრძელებენ. რეიტინგს ყოველწლიურად ჟურნალი Forbes-ი აქვეყნებს.

გამოცემის გამოთვლით, "პოპ-მუსიკის მეფემ" 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე 160 მლნ დოლარი "გამოიმუშავა". ამავე პერიოდში მადონამ, რომელიც ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცოცხალი ცნობილი ადამიანების რეიტინგს ლიდერობს, მხოლოდ - 125 მლნ დოლარი.

მაიკლ ჯექსინი 2009 წელს გარდაიცვალა, ადრე იგი ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების რეიტინგს ორჯერ ლიდერობდა, მხოლოდ 2012 წელს დაუთმო მან პირველი ადგილი მსახიობ ელიზაბეტ ტეილორს.

მეორე ადგილი ამ რეიტინგის მუდმივმა მონაწილემ, ელვის პრესლიმ დაიკავა, რომლის გარდაცვალების შემდეგ მიღებული შემოსავალი Forbes-მა 55 მილიონად შეაფასა. მესამე ადგილზე კომიქსების ავტორი ჩარლზ მონრო შულცია, რომელმაც ძაღლი სნუპი მოიგონა. ერთ წელში შულცმა 37 მლნ დოლარი "გამოიმუშავა".

ელიზაბეტ ტეილორი, რომელიც შარშან პირველ ადგილს იკავებდა, ამჯერად 25 მლნ დოლარით მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. მას მოსდევს მუსიკოსი ბობ მარლი, რომელმაც მემკვიდრეებს ერთ წელიწადში 18 მლნ დოლარი მოუტანა.

ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების რეიტინგში ასევე მოხვდნენ: მსახიობი მერლინ მონრო (15 მლნ დოლარი წელიწადში), მუსიკოსი ჯონ ლენონი (12 მლნ დოლარი), მეცნიერი ალბერტ ეინშტეინი და ფოტომოდელი ბეტი პეიჯი (10-10 მლნ დოლარი), საბავშვო მოთხრობების ავტორი დოქტორ სიუზი (9 მლნ დოლარი), მსახიობი სტივ მაკკუინი (9 მლნ დოლარი), მსახიობი ბრიუს ლი და მომღერალი ჯენი რივერა (7-7 მილიონი დოლარი)

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება