რატომ დააჯილდოვა ნიკუშა შენგელაია დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა

რატომ დააჯილდოვა ნიკუშა შენგელაია დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა

13 ივლისს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, პოეტი დავით მაღრაძე, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე ნიკუშა შენგელაია და ქალბატონი ნინა სვანიძე "საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენი იესო ქრისტეს კვართის" ორდენებით დაჯილდოვდნენ. ჯილდო მათ ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურმა, დავით ბაგრატიონმა გადასცა.

აღნიშნული ორდენი 1184-1213 წლებში თამარ მეფემ დააარსა, მაგრამ ის, როგორც მთავარი ორდენი, 1939 წელს დავით ბაგრატიონის ბაბუამ, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა აღადგინა. მისი გარდაცვალების შემდეგ უფროსმა მემკვიდრემ, გიორგი ბაგრატიონმა გადაწყვიტა, სიფრთხილე გამოეჩინა და ორდენები ოჯახურ წრეში დარჩენილიყო. 2001 წლიდან კი ორდენის გადაცემა განახლდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს ტვირთი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაეკისრა.

13 ივლისს დაჯილდოებულებს ორდენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის გადაეცათ. ბატონ დავით მაღრაძესა და ნიკუშა შენგელაიას საზოგადოება კარგად იცნობს, ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია რაიმე ქალბატონი ნინა სვანიძის შესახებ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. დავუკავშირდით კიდეც მას და დავინტერესდით მისი პერსონით და იმით, თუ რა წვლილისთვის მიიღო ესოდენ საპატიო ჯილდო, თუმცა მისგან კომენტარი და დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ...

ეს ამბავი ტელევიზიებით ნაკლებად გაშუქდა. არც ესპანეთიდან დაბრუნებულ ნიკუშა შენგელაიას უსაუბრია ამაზე ბევრი. რამდენიმე დღის წინ, სრულიად შემთხვევით, ეკა ჭიჭინაძის (ნიკუშა შენგელაიას მეუღლე - ავტ.) "ფეისბუქის" გვერდზე ამ მოვლენის ამსახველი ფოტომასალა აღმოვაჩინეთ. სურათები იმდენად საინტერესო მოგვეჩვენა, რომ გადავწყვიტეთ, ბატონ ნიკუშა შენგელაიასთვის დაგვერეკა და ესპანეთში გატარებული ერთი კვირის შესახებ შეკითხვებით მივმართეთ.

- ბატონო ნიკუშა, ქართულ მედიაში ნაკლებად გაშუქდა ამ ზაფხულს მომხდარი საინტერესო ფაქტი. ესპანეთში, ორ ქართველთან ერთად დავით ბაგრატიონმა დაგაჯილდოვათ.

- ხალხსაც უკმარისობის გრძნობა აქვს, მაგრამ მე ხომ არ ვარ ის კაცი, დავდგე და ვილაპარაკო. ეს ჯილდო იმ ადამიანებს გადაეცემათ, ვისაც რაიმე მიღწევა აქვს, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს წინაშე. მიღებული აქვთ პოლიტიკოსებს, ეკლესიის მეთაურებს, პატრიარქებს. ძალიან დიდი ორდენია. მე დამაჯილდოვეს თავისუფლებისა და ადამიანების უფლებების დასაცავად მუდმივი ბრძოლისთვის.

- ჯილდო ყოველწლიურია?

- ზუსტად არ ვიცი, მგონი, რაღაც უნდა მოხდეს, ვიღაც უნდა გახდეს ამ ჯილდოს მიღების ღირსი. დაგვაჯილდოვეს, მე, დათო მაღრაძე და ქალბატონი ნინა სვანიძე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება