მილიარდერი დეპუტატი მანდატს ყოფილ "მის მსოფლიოს" გადასცემს

მილიარდერი დეპუტატი მანდატს ყოფილ "მის მსოფლიოს" გადასცემს

ავსტრიის პარლამენტში მილიარდერი დეპუტატი ფრანკ შტრონახი საკუთარ მანდატს კონკურს ”მის მსოფლიოს” 1987 წლის გამარჯვებულ ულ ვაიგერშტორფერს გადასცემს.

საკუთარი განზრახვა შტრონახმა იმით ახსნა, რომ პარლამენტში ცოტა ქალები არიან.

ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ შტრონახის გადაწყვეტილება შესაძლოა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთანაა დაკავშირებული, რომელიც 29 სექტემბერს გაიმართა. მაშინ მილიარდერის პარტიამ დაგეგმილი 15%-ის ნაცვლად, ხმების 5,7% მოაგროვა.

მომზადებულია Интерфакс-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა