სოფო ბედიას ქმარს ყოფილი ცოლი ისევ უყვარს...

სოფო ბედიას ქმარს ყოფილი ცოლი ისევ უყვარს...

მომღერალმა სოფო ბედიამ და მიშიკო შაყულაშვილმა ოჯახი ხუთი წლის წინ შექმნეს. წყვილმა ბევრ დაბრკოლებას გაუძლო. ზაფხულში სოფომ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა. ფიქრობდა, რომ ბავშვი მათ ურთიერთობას გადაარჩენდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მომღერალს მუცელი მოეშალა, წყვილი კი ერთმანეთს დაშორდა. თუმცა მიშიკო ფიქრობს, რომ მათი დაშორება დროებითია და ყველაფერი შერიგებით დამთავრდება.

- მიშიკო, რას საქმიანობთ?

- სამწუხაროდ, დაახლოებით თხუთმეტი წელია, მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია.

- "ივერიის" წევრი იყავით...

- "ივერიაში" 1990 წლიდან 1994 წლამდე ვიყავი. ეს ისეთი წლები იყო, როცა საქართველოში თითქმის არაფერი ხდებოდა. "თოვლის ბებოს ზღაპარი" ვითამაშე ბოლო ორი სპექტაკლი. იმედას როლი მქონდა, რომელიც პირველად ალეკო კვაშალმა ითამაშა, ნუგზარ კვაშალის ძმამ, მერე - სოსო პავლიაშვილმა და ბოლოს - მე. 2001 წელს "არტ იმედში" გახლდით. მერე მოსკოვსა და ლენინგრადში წავედი, სადაც ჩემი პროფესიით ვიყავი დაკავებული. რესტორნებში ვმღეროდი.

- ალბათ, ეს პერიოდი კარგად გახსენდებათ.

- რა თქმა უნდა, კარგად მახსენდება. მაშინ რა ცხოვრებითაც ვცხოვრობდი, უფ... "არტ იმედში" კი მხოლოდ სამი თვე ვიყავი. მერე კონტრაქტი გამიუქმეს. რომ ვიკითხე, ასე რატომ მოხდა-მეთქი, მითხრეს, თქვენნაირად ბევრი ვერ მღერის, მაგრამ ასე გადაწყვიტა დირექტორატმაო. ვუთხარი, კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი.

- მარინა ბერიძესთან მას შემდეგ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?

- დირექტორატმა გადაწყვიტა ასე და ღმერთმა გაუმარჯოთ. კონკურსებში მივიღე მონაწილეობა. ვიყავი "იალტა-ტრანზიტი-მოსკოვზე" და "ოქროს შლაგერზე".

- რა შედეგით დაბრუნდით?

- არანაირი შედეგით არ დავბრუნებულვარ. კონკურსებზე მომექცნენ ისე, როგორც ექცევიან უპატრონო ადამიანს. პირველი ადგილი მეკუთვნოდა, მაგრამ ყველანაირი პრიზის გარეშე მტოვებდნენ. არ არსებობს კონკურსი, სადაც ჩაწყობა არაა. ავიღოთ "ჯეოსტარი", საიდანაც ჩემი ცოლი სოფო ბედია, მისი ძმა და ბევრი სხვა მომღერალი ხალხისთვის ცნობილი გახდა. ჩემი აზრით, ყველაფერს ესემესი არ წყვეტს. კონკურსებს გულის დაწყვეტის მეტი არაფერი მოაქვს. მე, მაგალითად, მივიჩნევ, რომ ჩემს მეუღლეს უნდა გაემარჯვა. ღირსეულმა გაიმარჯვა იმ წელს, ნოდიკო ტატიშვილმა, მაგრამ ჩემი მეუღლე მასზე მეტი თუ არა, ნაკლები არაფრითაა. გიორგი სუხიტაშვილმა რომ გაიმარჯვა, ვფიქრობ, იმ წელს ბორისს უნდა გაემარჯვა.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბორისს უფრო ნაკლები მსმენელი ჰყავდა, ვიდრე გიორგი სუხიტაშვილს.

- ვერ დაგეთანხმები. "ჯეოსტარის" მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე სოფოს ხშირად დავყვებოდი. სოფო და ბორისი ერთად ხშირად გამოდიოდნენ. სიამაყით შემიძლია ვთქვა, როგორც კი სოფოს და ბორიას გამოაცხადებდნენ, ინგრეოდა დარბაზი. როგორ მოსწონს სუხიტაშვილის და ნებისმიერი სხვა მომღერლის ნამღერი მასობრივად უფრო ბევრს? სუხიტაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ძალიან მომწონს. მე ფაქტს გიყვები. შეგიძლია, დუტა სხირტლაძე ნახო და ჰკითხო, რა ხდებოდა "ჯეოსტარის" კონცერტებზე. დუტას ეს კონცერტები მიჰყავდა. მე არ ვიცი, "ჯეოსტარის" სხვა მომღერლები რა პასუხს გაგცემენ. ბედიებზე ილეწებოდა ყველაფერი არა მარტო სამეგრელოში. ასე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ სოფო ჩემი ცოლია და ბორისი - ცოლისძმა. უყვარს ეს მომღერლები ხალხს და ინგრევა ყველაფერი იქ, სადაც ეს ორი მომღერალი გამოდის. სხვაზე ასეთი რამ არ ხდება.

- ამ კონცერტებზე სიყვარული ხომ არ გაბრმავებდათ?

- სიყვარული თუ მაბრმავებს, მაშინ ბედნიერი და ამაყი ვარ. უფალი ხომ თვით სიყვარულია. ახლა შეიძლება, ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ ზოგადად ძალიან დიდ პროფესიონალს ესაუბრებით. ღმერთმა მაპატიოს ეს ამპარტავნება. უცბად ანგელოზი ვერ გახდები. რაღაც ძველი მაინც გქაჩავს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება