პიკასო და მისი შემოქმედება

პიკასო და მისი შემოქმედება

1881 წლის 25 ოქტომბერს მალაგაში XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი პაბლო პიკასო დაიბადა. "ამბები.გე" მხატვრის დაბადების დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ მის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს.

მისი პირველი ნამუშევრები შორს იყო  სიურეალიზმისა და კუბიზმისგან, ისინი შთაგონებული იყო იმპრესიონისტების შემოქმედებით. 1901-1904 წლებში პიკასოს "ცისფერი" პერიოდი ჰქონდა, ის ერთგვარ სევდიან ნახატებს სწორედ ამ ტონში ქმნიდა. მხატვრისთვის დიდი დანაკლისი იყო მისი მეგობრის, კარლოს კასაგემასის თვითმკვლელობა.

პიკასოს მიაჩნდა, რომ "ვინც მოწყენილია, ის  გულწრფელია". მაგრამ მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი 1904 წლიდან, პარიზში ჩასვლიდან იცვლება.  მან  მონმარტრზე თანამოაზრეები იპოვა და მის ნამუშევრებში გამოჩნდა თეატრის სამყაროს და ცირკის თემატიკა.

ახალმა ნაცნობებმა გამოიწვიეს ის, რომ პიკასოს შემოქმედებაში დადგა "ვარდისფერი" პერიოდიც (1905-1907). მხატვარი აქტიურად მუშაობს ფერზე და მისი ფერთა პალიტრა უფრო ფართოვდება.

ფერების და შემადგენლობის რამდენიმეწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ პიკასო ახალი ფორმების ძიებას იწყებს.  1907 წელს პოლ სეზანის "მობანავეების" გავლენით, პიკასო ქმნის "ავინიონელ გოგონებს" ( Les Demoiselles d'Avignon) - თავის პირველ კუბისტურ ნამუშევარს.

ფორმების ექსპერიმენტებს პიკასო მიყავს ანალიტიკურ კუბიზმამდე, სადაც ავტორი არა მხოლოდ ობიექტის სტრუქტურას ცვლის, არამედ მუშაობს სივრცეზე და მას ნაწილებად ანაწევრებს. ამ პერიოდის პიკასოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია Girl with a Mandolin, რომელზეც გამოსახულია მენატურე ქალი ფანი ტელიე (Fanny Tellier).

ანალიტიკური კუბიზმი პიკასოს საშუალებას აძლევს დაამკვიდროს თავისი ხელწერა. მხატვარი თავის ნამუშევარში უხეში მასალებისგან ბევრ ელემენტს ამატებს - ქაღალდი, გაზეთის ნახევები და შემოაქვს კოლაჟის ტექნიკა.   

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პიკასო, ისევე როგორც სხვა მხატვრები, ნეოკლასიციზმს მიმართავს.  ამის პარალელურად მხატვარი ძალებს სინჯავს სკულპტურაში, ხოლო მწერალ ჟან კოკტოსა და კომპოზიტორ ერიკ სატისთან ერთად მონაწილეობას იღებს სერგეი დიაგილევის რუსული ბალეტის დადგმაში "აღლუმი".

1937 წლის ზაფხულში პიკასო ქმნის შესაძლოა თავის ყველაზე ცნობილ ტილოს - გერნიკას. ტილო მხატვარმა ესპანეთის მთავრობის შეკვეთით პარიზის საერთაშორისო გამოფენისთვის დახატა. მხატვარმა გერნიკას დაბომბვა ასახა.  ცნობილია, რომ 1940 წელს პიკასოსთან გესტაპოს თანამშრომლები მივიდნენ და ამ ტილოს შესახებ კითხეს: ეს თქვენ გააკეთეთ? რაზეც პიკასომ უპასუხა - "არა, ეს თქვენი ნამოქმედარია. შეგიძლიათ სამახსოვროდ წაიღოთ" .

ცნობილია, რომ პიკასოს ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტიც აქვს დახატული.

პიკასო 1973 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია aif.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება