კეიტ მოსის პირველი ფოტოსესია

კეიტ მოსის პირველი ფოტოსესია

ოქტომბრის ბოლოს ლონდონის Lawrence Alkin-ის გალერეაში კეიტ მოსის პირველი ფოტოსესიიდან ფოტოებს გამოფენენ. როდესაც დევიდ როსი 14 წლის კეიტ მოსთან მუშაობდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ კეიტი სუპერმოდელი გახდებოდა.

"ეს კეიტის პირველი ფოტოსესიაა, რომელიც დიდი ისტორიის ნაწილად იქცა. ფოტოები გადმოსცემენ მის უმანკოებას და სისადავეს. ეს ფოტოსესია მისი პირველი გამოცდილება იყო სამოდელო სფეროში",- აღნიშნა როსმა.

ფოტოგრაფის თქმით, მან ძალა არ დაიშურა, რათა ფოტოსესიის დროს კეიტს თავი რაც შეიძლება კომფორტულად ეგრძნო.

"შევეცადე მას თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. ვუთხარი, რომ ის უნიკალური იყო. მას არაფერის გაკეთება არ სჭირდებოდა, მუშაობის დროს ის უნდა დარჩენილიყო ისეთად, როგორიც სინამდვილეში იყო. ეს ფოტოები ამტკიცებს იმას, რომ მოსი ფლობს იმავე მისტიკურ შესაძლებლობებს, რასაც მერლინ მონრო ფლობდა",- ამბობს ფოტოგრაფი.

მას შემდეგ 25 წელი გავიდა, ამჟამად კეიტ მოსი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება