რომელია "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე სექსუალური წყვილი? (გამოკითხვა)

რომელია "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე სექსუალური წყვილი? (გამოკითხვა)

"ტელეიმედის" ეთერში მეგაშოუს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა ყოველკვირეულად ცდილობს ჟიურიზე, განსაკუთრებით კი მაყურებელზე შთაბეჭდილების მოხდენას. თითოეული წყვილის ცეკვას სოციალურ ქსელებშიც აფასებენ.  

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მიმართ მაყურებელთა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, "ამბები.ge" სისტემატურად გთავაზობთ სტატიების ციკლს შოუს შესახებ. ქართულ ინტერნეტსივრცეში მხოლოდ ჩვენი საიტის მკითხველს აქვს ეკსკლუზიური უფლება გააშუქოს, რა ხდება შოუს კულისებში, როგორი სცენარით განვითარდება შემდეგი ტურები და მიიღოს პასუხები ყველაზე საინტერესო კითხვებზე შოუს მონაწილეებისგან.

როგორც წესი, ყველა სტატიას, რომელსაც  აღნიშნული შოუს შესახებ გთავაზობთ, მკითხველის მხრიდან დიდი გამოხმაურება აქვს. მაყურებელზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას შოუს ყველაზე სექსუალური ლამაზმანები ახდენენ; ალბათ სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მტკივნეულად "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" იულია ქავთარაძის წასვლა განიცადეს.

"ამბები.ge" გთავაზობთ ერთად გამოვავლინოთ შოუს ყველაზე სექსუალური წყვილი. გამოკითხვა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ხმა მისცეთ არა მხოლოდ შოუს დღევანდელ მონაწილეებს, არამედ მათაც, ვინც უკვე დატოვეს შოუ.

გამოკითხვაში მონაწილეობისთვის ეწვიეთ ამ გვერდს

იხილეთ ფოტოგალერეა - "ცეკვავენ ვარსკვლავების" სრული შემადგენლობა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება