გია ცინაძის კულტურულ-სექსუალური გართობა

გია ცინაძის კულტურულ-სექსუალური გართობა

"რუსთავი 2" - ის ეთერში ახალი სერიალი "ნათია და ნათია" დაიწყო. მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი "დები ღლონტები" - თათული ედიშერაშვილი და თამუნა ნიკოლაძე ახლა ტიპურ ქართველ რძლებს ასახიერებენ. სერიალში დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა გია ცინაძე, ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ცდილობს, ყველას, ოჯახშიც და სამსახურშიც დაუმტკიცოს, რომ ჭკვიანი ბიჭია.

- გია, ტელესერიალებში დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ. ამ ხნის განმავლობაში რას საქმიანობდი?

- რამდენიმე პროექტზე ვიმუშავე ჯგუფ "კრეატივთან" ერთად. გადამიღეს რამდენიმე სარეკლამო კლიპში. გარკვეული დროით შემოქმედებითი პაუზა მქონდა.

- ყოველდღიური გადაღებების შემდეგ შემოქმედებით პაუზას როგორ შეეგუე?

- "ჩვენი ოფისი" იმდენ ხანს გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიალი ძალიან მიყვარდა, დილით ადრე გაღვიძება რომ აღარ მიწევდა, თავიდან ცოტა მომეწონა. მერე უკვე აღარ იყო კარგი. მიყვარს ეს საქმე და ძალიან გა-მიხარდა, როცა მიმიწვიეს.

- არ მოგწონს, როცა დღემდე შენი გმირის, მყუდროს სახელით მოგიხსენიებენ. რატომ?

- როგორ არა, მომწონს. ოღონდ მათგან, ვინც არ მიცნობს, ქუჩაში ამ სახელით მომიხსენიებს და ასე გამოხატავს სიყვარულს. არ მომწონს მაშინ, როცა ჟურნალისტი მომმართავს ასე ან სათაურში მყუდროს წერს.

- ამით ჩვენს მკითხველს შენს თავს ვახსენებთ.

- ჰო, მაგრამ ხვალ ვირი რომ ვითამაშო, ვირს დაწერთ?!. ხომ არ არის ეს სწორი?

- შენი პერსონაჟი ნიკა დადებითი გმირია...

- ასეა. ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობს, უნდა, სამსახურში წარმატებას მიაღწიოს და აქტიურობს ამ მხრივ. აქციებს აწყობს, რაღაც იდეებს სთავაზობს უფროსობას. უნდა, ყველას დაუმტკიცოს, რომ ჭკვიანია.

- თუმცა, უფროსი ძმისგან რჩევები სჭირდება, რომ ცოლი "თავზე არ დააჯდეს" ...

- იმიტომ, რომ ძმა გამოცდილია, მეტი აქვს ნაცხოვრები ოჯახურ ფორმატში, პატარა ძმამ კი ჯერ ბევრი რამ არ იცის. ესეც ქართული ამბავია. თუმ ცა დარწმუნებული ვარ, მე ან ჩემს ძმას ასეთი რჩევები ერთმანეთისგან არ და-გვჭირდება.

- ახალი შექმნილი ოჯახი გაქვთ, ახლახან დაბრუნდით საქორწინო მოგზაურობიდან, როგორ ფიქრობ, ნიკას მეუღლე - ნათია თქვენს ურთიერთობებში დომინანტი იქნება?

- ორივეს უფროსობა უნდა, ნიკა ჯერჯერობით დამყოლიც არის. ერთი-ორჯერ ხმას რომ აუწია, თვითონაც გაუკვირდა, ნათიასაც გაეცინა. ჯერ გაცნობის პროცესში არიან. ეს ბიჭი ყოველდღე სწავლობს, რა არის ოჯახი.

- გია ცინაძემ იცის, რა არის ოჯახი?

- ძალიან კარგად ვიცი, რა არის ოჯახი და ალბათ, ამიტომაც არ მყავს. კი არ გავურბივარ, უბრალოდ, მივიჩნევ, რომ სხვა პასუხისმგებლობაა და ტვინში უნდა ვიყო ამისთვის მზად. თავისით უნდა მოხდეს, 40 წლის ხარ და დროა, ცოლი მოიყვანოო, ასეთი რაღაცების არ მესმის. ფეხზე მყარად უნდა იდგე, ოჯახი გეყოლება თუ ველოსიპედი. ისე არ გამიგოთ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება