კიმ კარდაშიანის ხმაურიანი დაბადების დღე და კენი ვუესტის თავი იუბილარის მკერდში

კიმ კარდაშიანის ხმაურიანი დაბადების დღე და კენი ვუესტის თავი იუბილარის მკერდში

სომხური წარმოშობის ეპატაჟურმა ტელეწამყვანმა, კიმ კარდაშიანმა მორიგი დაბადების დღე ოთხი დღის დაგვიანებით ლას-ვეგასში, ღამის კლუბ TAO Nightclub-ში აღნიშნა. ტელეწამყვანი 33 წლის გახდა.

კლუბის შესასვლელთან წითელი ხალიჩა ეფინა, რომელზეც საღამოს ყველა სტუმარმა კიმის ფანების აღტაცებული შეძახილების ფონზე გაიარა. სტუმართა შორის იყვნენ კიმის უახლოესი მეგობრები, ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა, მისი საქმრო, რეპერი კენი უესტი.

ხმაურიანი საღამოს, ლიტრობით ალკოჰოლისა და დამქანცველი ცეკვების შემდეგ კენი უესტი იუბილარის ფუმფულა მკერდზე "მოკალათდა", რაც პაპარაცებს არ გამორჩენიათ.

წყვილი წითელ ხალიჩაზე ცოტა ხნის წინ ლოს-ანჟელესშიც გამოჩნდა. ისინი აფრიკის განვითარების ფონდის საზეიმო ვახშამს დაესწრნენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება