როგორ დაიკლო ზედმეტი 10 კილოგრამი ქეთი ორჯონიკიძემ

როგორ დაიკლო ზედმეტი 10 კილოგრამი ქეთი ორჯონიკიძემ

მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე მზარეულის დიდი ნიჭით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, ამბობს, რომ თუკი რამე მოუმზადებია, გემრიელი გამოსულა. უყვარს ექსპერიმენტები, ეგზოტიკური კერძები და შოკოლადები. სამზარეულოში ფუსფუსი ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაუწყია. მათთვის, ვინც განსაკუთრებით უყვარდა, ტორტებსაც კი აცხობდა თურმე. რამდენიმე ოჯახური კერძისა და დესერტის რეცეპტი ქეთიმ ჩვენც გაგვანდო.

- ქეთი, გურმანი თუ ხარ და რაში გამოიხატება შენი გურმანობა, მხოლოდ გემრიელი კერძები გიყვარს თუ მომზადებაც გეხერხება?

- ძალიან მიყვარს კარგად კვება, გემრიელი საჭმელები. ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებაზეც არ ვამბობ უარს.

- სამზარეულოში ფუსფუსი თუ გიყვარს?

- რაც შეეხება კერძების მომზადებას, დიდი მზარეული არ ვარ, თუმცა ამბობენ, რომ თუ ვამზადებ, გემრიელი გამომდის.

- გახსოვს პირველი კერძი, რომელიც მოამზადე?

- ბავშვობაში ორცხობილებს ვაცხობდით მე და ჩემი ბიძაშვილი. რაც იყო სახლში, ყველაფერს თასში ვყრიდით. სხვათა შორის, გემრიელი გამოდიოდა, ან გულს არ გვიტეხდნენ უფროსები და მიირთმევდნენ (იცინის).

- დედა სად იყო ამ დროს, არ გკარნახობდა?

- დედა სამსახურში იყო და ჩვენ ფქვილით "ვომობდით". ტორტსაც ვაცხობდი ადრე მათთვის, ვინც განსაკუთრებულად მიყვარდა. თან სულ ღიმილით, რადგან დღემდე მჯერა, რომ საკვების მომზადების დროს აუცილებელია ღიმილი და კარგი განწყობა.

- ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება მიყვარსო, მითხარი, რა გაგისინჯავს ყველაზე უცნაური და რომელ ქვეყანაში?

- დღეს, მგონი, გველები და ბაყაყები აღარავის უკვირს, თუმცა 14 წლის წინ, როცა მე გავსინჯე, ეგზოტიკა იყო. მომეწონა. ძალიან მინდა ტაილანდში წასვლა და მათი უცნაური გემრიელობების გასინჯვა.

- შენი საყვარელი პროდუქტი რომელია?

- ხორცი. მიყვარს მწვადი, ხინკალი, ოსტრი, ყველაფერი, რაც ხორცით მზადდება. ერთადერთი, კუპატზე არ ვგიჟდები. მიყვარს შემწვარი ქათამი ამერიკულად, პურის ორცხობილაში. ასევე მომწონს ჩინური სამზარეულო. რომ მკითხო, თევზი არ მიყვარს, მაგრამ ხიზილალაზე ვგიჟდები. მიყვარს სუში და "ასატრინა" . ალბათ, მარტო ცოცხალი რომ ჰქვია, ის თევზი არ მიყვარს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება