ოლიმპიური ცეცხლი ამჯერად რუსეთის კულტურის მინისტრს ჩაუქრა

ოლიმპიური ცეცხლი ამჯერად რუსეთის კულტურის მინისტრს ჩაუქრა

კვირას ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა პეტერბურგში გაგრძელდა. მას ათასობით მაყურებელი ადევნებდა თვალს და არც ჩვეული ინციდენტის გარეშე ჩაუვლია: ამჯერად ჩირაღდანი რუსეთის კულტურის მინისტრ ვლადიმირ მედინსკის ჩაუქრა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მინისტრი ჩირაღდანს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობასთან ოლიმპიურ ჩემპიონ ტატიანა კაზანკინას გადასცემდა.

ოლიმპიური ჩირაღდანი უკვე არაერთხელ ჩაქრა. პირველად იგი მოსკოვში ესტაფეტის პირველსავე დღეს, მისი მეორე მონაწილის შავარშა კარაპეტიანის ხელში ჩაქრა. სიტუაცია კრემილის დაცვის თანამშრომელმა გადაარჩინა, რომელმაც ცეცხლი სანთებელით აანთო.

ზამთრის რიგით 22-ე ოლიმპიური თამაშები, სოჭში 7-23 თებერვალს გაიმართება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა