მაია დარსმელიძე პირად ცხოვრებასა და დათო ფორჩხიძესთან დაპირისპირებაზე

მაია დარსმელიძე პირად ცხოვრებასა და დათო ფორჩხიძესთან დაპირისპირებაზე

"შემოქმედისთვის მთავარია აკეთო ის, რაც გულით გიყვარს და არა ის, რაც სხვას უყვარს. როდესაც აკეთებ იმას, რაც გულით გინდა, მხოლოდ მაშინ გამოდის შენი ნაშრომი ნამდვილი და მას სხვებიც იყვარებენ", - ამბობს მუსიკოსი მაია დარსმელიძე, რომელიც პოპულარულ პროექტში "ახალი ხმა" მონაწილეობს და როგორც მწვრთნელი, შოუსთვის ენერგიას არ ზოგავს, მაგრამ მაინც, მაიას მისამართით ხშირად კრიტიკაც ისმის. ვინაიდან ის კომერციული მუსიკოსი არ არის და როგორც მომღერალი, ეკრანზეც ხშირად არ ჩანს, ამბობენ, კვალიფიკაცია აკლიაო. თუმცა, ვინც მის შემოქმედებას იცნობს, სრულიად სხვაგვარი მოსაზრება აქვს...

- სიმღერა 6 წლის ასაკიდან დავიწყე. ბავშვისთვის შესაფერის სიმღერებს ვმღეროდი. სხვათა შორის, ჩემს 5 წლის შვილს გაცილებით უკეთესი მუსიკალური გემოვნება აქვს, ვიდრე მის ასაკში მე მქონდა (იღიმის). ჩემს შვილს მოსწონს დორსის, ჯოლინის, ბითლზის რეპერტუარი და, რა თქმა უნდა, ქართული "იავნანა".

- რა მუსიკალური განათლება გაქვს?

- ტრადიციული მუსიკალური განათლება მაქვს: მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, შემდეგ მეორე სამუსიკო სასწავლებელში, ჯაზის განყოფილებაზე ვსწავლობდი.

- ადრეულ წლებში საერთაშორისო კონკურსებშიც მონაწილეობდი...

- მართალი ხარ, მაგრამ პირველი და ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რუსთავის როკფესტივალში მონაწილეობა გახლდათ...

- როგორ გგონია, რომელი სიმღერით გაგიცნო ხალხმა?

- ის ნამუშევარი, რითიც ხალხმა გამიცნო, იმდენად არ მომწონს, რომ ამ თემაზე ლაპარაკიც არ მინდა. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ ალანის მორისეტსაც აქვს ერთი-ორი მსგავსი მუსიკალური "ცოდვა" (იღიმის). კიდევ კარგი, მალე ჩემი პროექტის DVD გამოვა და მსმენელი ჩემს სათქმელს მიხვდება...

- ის, რასაც მღერი, არ არის "მასობრივი". შენს ადგილას, პოპულარობის გამო, ბევრი გადაკვალიფიცირდებოდა, სხვა ჟანრში დაიწყებდა მუშაობას.

- სხვა ქვეყანაში რომ მეცხოვრა, სადაც მუსიკალური ბაზარი დიდია და ყველა მიმდინარეობას თავისი მსმენელი ჰყავს, ძალიან პოპულარული ჩემი რეპერტუარითაც ვიქნებოდი. საქართველოში "მასობრივი" მომღერალი რომ იყო, ისეთი მუსიკა უნდა "აკეთო", რომელსაც არასოდეს შევასრულებ. ფულის საშოვნელად სხვა პროფესიას, მაგალითად, ოფიციანტობას უფრო დავთანხმდები, ვიდრე კომერციული მუსიკის "კეთებას"... მიხარია, რომ პროექტის - "ახალი ხმა" მწვრთნელი ვარ. ეს ერთგვარი ტრიბუნაა, საიდანაც ერთი ჟანრის მუსიკას მიჩვეულ მსმენელს რაღაც განსხვავებულსა და ხარისხიანს ვთავაზობ. მსიამოვნებს, რომ ჩემი მუსიკალური ხედვის გაზიარების საშუალება მეძლევა და ვისაც მოვწონვარ, ბოლომდე მომყვება, მენდობა. მარტივ მაგალითს მოვიყვან: სასტიკად არ მოეწონათ, როდესაც ჩემი ფავორიტი კონკურსანტის - მაგდა ვასაძის ("ახალი ხმის" I სეზონის მონაწილის) რეპერტუარში ჯილ სკოტის კომპოზიცია გაჟღერდა. ამბობდნენ: არ არის ჰიტი და რატომ ამღერაო? არადა, ამ ამბის შემდეგ, ხალხმა ეს ნამუშევარი თანდათან შეიყვარა, დამწყებმა შემსრულებლებმა სიამოვნებით აიტაცეს და თავიანთ რეპერტუარშიც შეიტანეს. მოკლედ, სულ სხვა სურათი გამოიკვეთა: ხალხი იღებს და გადასარევად იგებს კარგ მუსიკას, ანუ ჩვენზეა დამოკიდებული, მსმენელს რას შევთავაზებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჰიუსტონის რეპერტუარზე ვლაპარაკობ, იმას არ ვგულისხმობ, რომ ჰიუსტონი არ ვარგა (თავხედი უნდა ვიყო, ეს რომ ვთქვა), უბრალოდ, 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე, კარგად დაზეპირებული რეპერტუარი აღარ უნდა გვინდოდეს. დროს უნდა ავყვეთ და ბოლოს და ბოლოს "შევიმჩნიოთ", რომ უამრავი სხვა სერიოზული შემსრულებელი, მუსიკოსი არსებობს და ამის ჩვენების საშუალებას "ახალი ხმა" მაძლევს. მიმაჩნია, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი!

- შენი მისამართით გამოთქმული ასეთი კრიტიკაც მსმენია: "ვის რა უნდა ურჩიოს, მაგის ნორმალურად ნამღერი არ მომისმენია"... როგორ ფიქრობ, შენი მისამართით რატომ ჩნდება ასეთი მოსაზრება?

- მგონია, რომ ასეთ რაღაცებს "კონკურენტები" ამბობენ ანუ ისინი, ვინც ჩემი მუსიკის პოპულარიზაციის შემთხვევაში, უბრალოდ შეიძლება, უმუშევრები დარჩნენ. ვისაც ჯანსაღი კონკურენცია არ შეუძლია და მუსიკით ვერ გეჯიბრება, იძულებულია, გაგლანძღოს. მათიც მესმის - უმუშევრობა ძნელია...

- რამ გამოიწვია შენსა და დათო ფორჩხიძეს შორის დაძაბულობა?

- ჯერჯერობით, კომენტარისგან თავს შევიკავებ. ძალიან ცუდად მეთამაშებიან და შეიძლება, ვიღაცას სერიოზულად და არგუმენტირებულად ვანანო ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული ეს "შავი კამპანია" და უკვე გინებით კი არ დავწერ სოციალურ ქსელში რაღაცებს, არამედ - ფაქტებით (იღიმის). ჩემი "უზრდელობით" გაოგნებულ ადამიანებს მინდა ვკითხო: ნუთუ არავის გაუჩნდა შეკითხვა, რატომ მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი ასეთ ამბებში გახვეული? რატომ არავინ იკითხა, რას შეიძლება გამოვეყვანე წონასწორობიდან ისე, რომ ასეთი მძაფრი სიტყვით "გამოვედი"? თუ ჩემს წინააღმდეგ მომართული ეს თითქმის ყოველდღიური ინტერვიუები გაგრძელდა, მეც მივცემ ერთ ვრცელ ინტერვიუს, ოღონდ - ამ ყველაფერს პრესკონფერენციის სახეს მივცემ.

- ცოტა ხნის წინ ორკესტრთან ერთად, სერიოზულ პროექტში მიიღე მონაწილეობა.

- პროექტი MaoBand & Georgia Phil-harmonic, Find Me, Here I Am, - ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა! ამ პროექტის იდეა ჩემს უსაყვარლეს მეგობარსა და უნიჭიერეს ადამიანს, ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის. ნიკას მოსმენილი ჰქონდა ჩემი დაწერილი კომპოზიცები, თან - იმ პერიოდში მყავდა ელექტრონული "ლაივ" ბენდი (MaoBand) და ერთ მშვენიერ დღეს, ჩემთან სტუმრობისას, მან სპონტანურად შემომთავაზა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების ოცნების განხორციელება და საქართველოში მართლაც პირველად გაჟღერდა ელექტრონული და სიმფონიური მუსიკის სინთეზი; ასევე საქართველოში პირველად, სცენაზე იდგა ყურსასმენიანი დიჯეი-დირიჟორი. ამ პროექტის პროდიუსერობა სტეფანემ ითავა. აქვე მინდა ვთქვა, რომ მან პროექტის პროდიუსერობით ზოგადად, პროდიუსინგის უმაღლესი დონის მასტერკლასი ჩაატარა. კონცერტს დიდი წარმატება ჰქონდა. სპეციალურად ამ პროექტისთვის ლონდონიდან ჩამოვიყვანეთ ხმის რეჟისორი, ჩვენი მეგობარი - ჟერარ ალბო. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ვითანამშრომლე ადამიანთან, რომელიც მუშაობდა ემი უაინჰაუსთან, როიშინ მერფისთან და კიდევ სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან. ასევე არ შემიძლია, არ დაგისახელოთ არაჩვეულებრივი მუსიკოსები: ლევან აბშილავა, შაკო ღელეყვა და ამირან დიასამიძე, რომლებთანაც მუშაობა უდიდესი სიამოვნება და მაქსიმალური კომფორტია. ეს კონცერტი იმიტომ გამოვიდა ასეთი ნამდვილი, რომ დიდი სამეგობრო გავერთიანდით და ამ ნაშრომში ყველამ თავისი წილი სიყვარული ჩადო. ბოროტებმა წერონ და იკითხონ, თუ რა გააკეთა დარსმელიძემ, მე კი ზუსტად ვიცი, რა გავაკეთე და ვისაც აინტერესებს - ძიებაში მხოლოდ ერთი სიტყვა MaoBand ჩაწეროს, "იუთუბიზე".

- ახლა რას საქმიანობ და რისი გაკეთების სურვილი გაქვს?

- ისევ ახალ პროექტზე ვმუშაობ. რა ვქნა, ვერ ვჩერდები, მიყვარს საკუთარ თავთან შეჯიბრება (იღიმის).

- როგორ გგონია, რა განსაზღვრავს მომღერლის პოპულარობის ხარისხს?

- საქართველოში რთულია ამაზე ლაპარაკი, რადგან შემსრულებლის მხრიდან გემოვნებისა და რეპერტუარის სერიოზული კრიზისია (საბედნიეროდ, არსებობენ გამონაკლისებიც). მსმენელის მხრიდან კი ეს საკითხი პირდაპირპროპორციულია მისი ინტელექტის. სამწუხაროა, მაგრამ მენტალური ხარვეზებიც გვაქვს. ხანდახან საკმარისია, ტანსაცმელი გაიხადო და უკვე პოპულარული ხარ. პირადად მე მინდა, მისმენდნენ და არა - მიყურებდნენ. ხელოვანი ადამიანის ეპატაჟურობა კი არა, მისი შემოქმედება უნდა განსაზღვრავდეს პოპულარობის ხარისხს.

- კლიპი, ალბომი, კონცერტი, გასტროლი - ეს ყველაფერი ხომ სჭირდება მომღერალს? როგორც ვიცი, ამის ნაკლებობას განიცდი.

- ძალიან ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, უარის თქმა მიწევს. მაქვს პრეტენზია, რომ ვაკეთებ ხარისხიან მუსიკას და შესაბამისად, კონცერტი, რომლის ჩატარებასაც მთავაზობენ, ტექნიკურად უნდა იყოს გამართული. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი საჭიროებისამებრ თუ არ გახმოვანდა, შრომა წყალში ჩაიყრება. კლიპის გადაღებაზე უკვე ვფიქრობ, ხოლო რაც შეეხება ალბომს - ძალიან მალე გამოვა ჩემი კონცერტის DVD.

- გული ხომ არ გწყდება, რომ საქართველოში დაიბადე?

- მხოლოდ იმიტომ მწყდება გული, რომ აქ კარგ მონაცემებს შენივე სფეროში მოღვაწე ადამიანები არ გპატიობენ და ცდილობენ, ყველანაირად შეგიშალონ ხელი. ერთმანეთის წარმატებით "დაგრუზვის" მაჩვენებლით გინესის რეკორდების წიგნში შესატანი ერი ვართ. საბედნიეროდ, სიკეთეც არსებობს და არის მიზეზები, რატომაც მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე. უამრავი ადამიანისგან ვგრძნობ სიყვარულს და მხარდაჭერას. მე არა მარტო ვმღერი, არამედ "ვაკეთებ" მუსიკას, დაწერილი მაქვს კომპოზიციები, ასევე, "ვმიქსავ" ან ვაკეთებ არანჟირებას. რაც შეეხება მსმენელის რაოდენობას, ზუსტად იმდენი მსმენელი მყავს, რამდენიც საჭიროა და ამით ბედნიერი ვარ.

- ამას წინათ სტეფანემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დადო ფოტო, სადაც თქვენი შვილი - სტეფანია იყო აღბეჭდილი. ფოტოს ასეთი კომენტარი ჰქონდა: "ორი საათი დედ-მამას ელოდებოდა, ხმა არ ამოუღია, ვმუშაობდით და..." ფოტოზე ჩანს, რომ ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მართლაც, "ახალი ხმის" კულისებში იდგა და დედ-მამას მოთმინებით ელოდებოდა...

- სტეფანია მამის პატივსაცემად დავარქვი. ძალიან მაგარი შვილი მყავს, 4 წლის იყო, უკვე წერა-კითხვა რომ ისწავლა. უყვარს სიმღერა, ცეკვა, ხატვა. აქვს ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა და საოცრად თბილი, მოსიყვარულე ბავშვია. ისევე, როგორც ყველა ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, სტეფანიაც ამაყობს თავისი დედ-მამით.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება