ჭარბწონიანი გოგონების დაცინვის გამო კარლ ლაგერფილდს სასამართლოში უჩივიან

ჭარბწონიანი გოგონების დაცინვის გამო კარლ ლაგერფილდს სასამართლოში უჩივიან

მოდის სახლ "შანელის" კრეატიულ დირექტორს, კარლ ლაგერფილდს ჭარბწონიანი გოგონების დაცინვის გამო სასამართლოში უჩივიან.

მისმა სიტყვებმა "მრუდე ქალს პოდიუმზე არაფერი ესაქმება", ქალთა უფლებების დამცველი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მათ დიზაინერის წინააღმდეგ პეტიცია შეადგინეს. ქალთა ორგანიზაცია "Belle, Ronde, Sexy et je m'assume" დიზაინერისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულად ჯარიმას ითხოვს.

"ეს ჭარბწონიანი გოგონების შეურაცხყოფა და დისკრიმინაციაა", - აცხადებენ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები.

"ჭარბწონიანი ადამიანები აკოტრებენ ქვეყნის ბიუჯეტს, რადგანაც სახელმწიფო შემოსავალი მათ ავადმყოფობებზე იხარჯება", - განაცხადა დიზაინერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ორგანიზაციებს რამდენიმე ცნობილი ფსიქოლოგიც უერთდება. მათი თქმით, მსოფლიოში ყოველ მესამე ახალგაზრდა გოგონას საკუთარი თავი არ მოსწონს, იცავენ მკაცრ დიეტებს, შიმშილობენ, ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდილი მოდელების ტანს შენატრიან და ისეთი გავლენიანი დიზაინერის მკაცრი და დამამცირებელი კომენტარები, როგორიც ლაგერფილდია მათ ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებს.

მომზადებულია Channel D8-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება