კემპბელისა და ბექჰემის რასისტული დაპირისპირება

კემპბელისა და ბექჰემის რასისტული დაპირისპირება

მსოფლიოში ყველაზე ტემპერამენტიანი სუპერმოდელის, ნაომი კემპბელის კლანჭებში ამჯერად დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი აღმოჩნდა.

ნაომი მოდის ბიზნესში არსებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის და ჩივის, რომ პოდიუმზე სულ უფრო ნაკლებად გამოდიან შავკანიანი მოდელები. ვიქტორიამ ლონდონის გრანდიოზულ მოდის კვირეულზე საკუთარი ახალი კოლექციის რეკლამა 30 მოდელს მიანდო და აქედან მხოლოდ ერთი გოგონაა შავკანიანი. სწორედ ამან განარისხა "შავი ავაზა", ვიქტორიას პირადად დაურეკა და ახსნა-განმარტება კატეგორიულად მოსთხოვა.

"დიახ, ვიქტორიას დავურეკე და ვესაუბრე. ვიქტორია სხვა დიზაინერებისგან არაფრით განსხვავდება", - განაცხადა სუპერმოდელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ვარსკვლავები ერთმანეთს ეკინკლავებიან; შეგახსენებთ, 2000 წელს კემპბელმა საჯარო შეკითხვა დასვა - "რატომ ამბობენ, რომ ვიქტორია ჩინებულია?"

მომზადებულია africansweetheart.blogspot.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება