მაიკლ ფასბენდერი მეორე მამაკაცია, ვინც Elle-ის გარეკანზე მოხვდა

მაიკლ ფასბენდერი მეორე მამაკაცია, ვინც Elle-ის გარეკანზე მოხვდა

ფეხბურთელ დევიდ ბექჰემის კვალდაკვალ მსახიობმა მაიკლ ფასბენდერმა ჟურნალ Elle-ის დეკემბრის ნომრის გარეკანი დაამშვენა. ამ ნაბიჯით მსახიობი მეორე მამაკაცია, ვისი ფოტოც ქალების ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.

რედაქციამ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო და განმარტა, რომ ფასბენდერი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცია. მას ფოტოები ფოტოგრაფმა დევიდ ბეილიმ გადაუღო.

ამასთან, რედაქცია აღნიშნავს, რომ თავად ფასბენდერი შესანიშნავად აცნობიერებს, რატომ შიყვარა იგი ყველამ. ქალებში წარმატებას იგი არა გარეგნობით, არამედ ბანალური პოპულარობით ხსნის. "არ ვთვლი, რომ წარმოუდგენლად მომხიბვლელი გავხდი. მოზარდობაში საშინელი აკნე მქონდა, ჩემი ბონუსი ახლა იმაშია, რომ აკნე აღარ მაქვს",- ხუმრობს მსახიობი.

მომზადებულია Elle-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება