Forbes-ის რეიტინგით, ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანია

Forbes-ის რეიტინგით, ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ყველაზე გავლენიანი ადამიანია, - 2013 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა.

რეიტინგში ვლადიმერ პუტინმა უკან ჩამოიტოვა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც 2012 წლის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა წელს მეორე პოზიციას დასჯერდა.

როგორც "ფორბსი" აღნიშნავს, პუტინმა საკუთარი კონტროლი გაამყარა რუსეთზე, ობამამ კი, ვერაფერი გააწყო მთავრობის მუშაობის დახურვასთან.

პირველ ხუთეულში, პუტინისა და ობამას გარდა, გავლენიან ადამიანებად დასახელდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომის პაპი ფრანცისკ I და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ქსი ძინპინი.

"ფორბსის" წლევანდელ რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით სულ 72 გავლენიანი ადამიანი მოხვდა, მათ შორის დევიდ ქემერონი, სერგეი ბრინი, ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა