კარლს ლაგერფილდს პუტკუნა ქალების დისკრედიტაციისთვის უჩივიან

კარლს ლაგერფილდს პუტკუნა ქალების დისკრედიტაციისთვის უჩივიან

ფრანგული ორგანიზაცია Belle, Ronde, Sexy et Je M'assume, რომელიც მრგვალი ფორმების მქონე ქალების უფლებებს იცავს, გეგმავს დიზაინერ კარლ ლაგერფილდს უჩივლოს. დიზაინერს ჭარბწონიანი ქალების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიზაინერი უნდა დაჯარიმდეს მრგვალი ფორმების ქალებისადმი გამოთქმული "დამამცირებელი კომენტარების" გამო.

საჩივრის მიზეზი ლაგერფილდის ინტერვიუ გახდა ფრანგულ არხ Le Grand 8-სთან. ინტერვიუში დიზაინერი საუბრობდა, რომ პოდიუმზე არავის სურს "მსუქანი ადამიანების" ხილვა.

ბეტი ობრიერი, ქალთა ორგანიზაციის პრეზიდენტი აღშფოთებულია მოდელიორის ინტერვიუთი. ”ბევრი გოგონა არ არის თავდაჯერებული და  მათთვის საშინელებაა - მოისმინო ასეთი რამე. თუკი მას შეუძლია დღეს  შეურაცხყოფის მოყენება, ვინ იქნება ხვალ" ?  - აცხადებს  ობრიერი.

ჯერჯერობით უცნობია რა რეაქცია ჰქონდა ამაზე თავად დიზაინერს.

მომზადებულია spletnik.ru -ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება