ბავშვებმა ლედი გაგა ყველაზე საშინელ ცნობილ ადამიანად აღიარეს

ბავშვებმა ლედი გაგა ყველაზე საშინელ ცნობილ ადამიანად აღიარეს

ბავშვებმა მომღერალი ლედი გაგა "ყველაზე საშინელ ცნობილ ადამიანად" აღიარეს. ამაზე გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომელიც საბავშვო კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანიამ ჩაატარა.

კვლევის დამკვეთი ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, შედეგები მოწმობს, რომ ბავშვები ამა თუ იმ ვარსკვლავის პიროვნებას მის იმიჯთან აიგივებენ.

მეორე ადგილზე ტელეწამყვანი საიმონ კოუელია, მესამეზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი. მეოთხეზე ამერიკელი პოპ-მომღერალი მაილი საირუსი გავიდა. რეიტინგში ასევე მოხვდნენ ნიკი მინაჟი, მსახიობი რასელ ბრენდი, ფეხბურთელი უეინ რუნი.

გამოკითხვა თემაზე, რომელი ცნობილი ადამიანები აშინებთ, ჰელოუინთან დაკავშირებით გაიმართა.

მომზადებულია The Daily Star-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება