ქრისტინე ძიძიგურის პარიზი, ხუთვარსკვლავიანი რესტორნები და საოცნებო ნიუ-იორკი

ქრისტინე ძიძიგურის პარიზი, ხუთვარსკვლავიანი რესტორნები და საოცნებო ნიუ-იორკი

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური უკვე სამი წელია, მოდის დედაქალაქ პარიზში მუშაობს. გახლავთ ''კრისტიან დიორის'' ერთ-ერთი სახე და ამ ბრენდის პარფიუმერიის სახლში ნებისმიერი ახალი პროდუქტის წარდგენისას შეგიძლიათ ქართველი გოგონას ნახვა. 23 წლის ასაკში ქრისტინემ უამრავი საინტერესო ქვეყნის მონახულება მოასწრო. მას პარიზში ინტერნეტით დავუკავშირდით და ინტერვიუ არა მხოლოდ მოგზაურობის, არამედ მისი საქმიანობის შესახებაც ჩავწერეთ. როგორც აღმოჩნდა, ქრისტინე აქტიურად თანამშრომლობს ალექსანდრ ვოტიესთან, რომელიც ფრანგული მოდის ერთ-ერთი ახალი სახელი გახლავთ...

- უნდა ვთქვა, რომ მოგზაურობაზე ვგიჟდები და ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ჰობია. ევროპული განვითარებული ქვეყნების გარდა ძალიან მაინტერესებს ეგზოტიკური ქვეყნები, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიძლება, ისეთ სიახლეს შეხვდე, რაც ადრე ვერ წარმოგედგინა. სოციოლოგიის ფაკულტეტიდან გამომდინარე გამომიმუშავდა ხალხზე დაკვირვება და როცა ახალ ქვეყანაში, ქალაქში ჩავდივარ, პირველი რიგში, ადამიანებს ვაკვირდები. მაინტერესებს პატარ-პატარა დეტალები. მაგალითად, რა განასხვავებს ერთმანეთისგან მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს თუ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებლებს. პირველად ასე ადამიანებს მალაიზიაში შევხედე. როცა პატარა ასაკის ვიყავი და ვმოგზაურობდი, მაშინ ამგვარ დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ''მის საქართველოზე'' 18 წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა და შემდეგ გავემგზავრე კონკურსზე მალაიზიაში, სადაც დაახლოებით ერთი თვე გავატარე. კონკურსის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობა და იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან შეხვედრა გიწევს. მალაიზია საქართველოდან ძალიან შორს არის და მქონდა განცდა, რომ სამყაროს მეორე მხარეს ვიყავი. ხალხი თავისთავად ძალიან განსხვავებული იყო და ძალიან დამაინტერესა. ამ დროს უკვე 19 წლის ვიყავი. ზოგადად, მალაიზიაში ყოფნით ყველანაირად ვისიამოვნე, რადგან იმ კონკურსზე წარმატებაც მოვიპოვე. ერთ-ერთი ნომინაცია ავიღე განსაკუთრებული ინდივიდუალიზმისთვის. ასევე სამკაულების უდიდესმა ბრენდმა ამოგვარჩია მონაწილეთაგან ოთხი გოგონა და ოთხი წლის განმავლობაში ამ ბრენდის სახე გახლდით.

- პირველად ევროპულ ქვეყანაში როდის მოხვდი?

- 15 წლის ასაკში, როცა წავედი გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთშიც გახლდით. იქ ვიყავი, როგორც ტურისტი, უბრალოდ, სანახავად. როცა საქმიანობისთვის მიდიხარ, სხვა შეგრძნებაა. მაშინ პატარა ვიყავი და მაინტერესებდა ის, რაზეც გაგონილი მქონდა და ფოტოები მქონდა ნანახი. გერმანიაში გახლდით მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ვნახე სტადიონი, სადაც ტარდებოდა ჩემპიონატის შეხვედრები, მიუნხენში ვიყავი.

როცა პარიზში პირველად მოვხვდი, ჩემი ოცნების ადგილი იყო და ყველაფრის დათვალიერება მინდოდა. როცა შემდეგ უკვე საქმიანობისთვის ჩამოვედი, გავიაზრე, რომ ეს ქალაქი უფრო პროფესიული კუთხით უნდა დამენახა, გამეცნობიერებინა, როგორი ხალხი იყო და მათი ქუდის მორგება მეცადა. 20 წლის ვიყავი, როცა პარიზში პროფესიის გამო ჩამოვედი და სამი წელია აქ ვარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება