ჰეიდი კლუმი "დაბერდა"

ჰეიდი კლუმი "დაბერდა"

გერმანელი მოდელი ჰეიდი კლუმი ჰელოუინის დღესასწაულისთვის განსაკუთრებით მოემზადა. მოდელმა გადაწყვიტა, დროისთვის გაესწრო და 40 წლის ასაკში მხოლოდ 1 დღით "დაბერებულიყო".

ვარსკვლავმა ოსკაროსანი ვიზაჟისტების გუნდი დაიქირავა. ვიზაჟისტებმა სუპერმოდელს თეთრი პარიკი მოარგეს, გრიმით ნაოჭები გაუკეთეს, ხელებსა და ფეხებზე ხანდაზმული ასაკისთვის შესაფერისი ვენები მიახატეს და მეტი დრამატიზმისთვის ხელჯოხიც შეურჩიეს. ვარსკვლავი იმდენად შეიცვალა, რომ ის ყველაზე ერთგულმა გულშემატკივრებმაც კი ვერ იცნეს.

ვიზაჟისტთა ჯგუფმა უზადო გრიმის გაკეთებისთვის კომპლიმენტები დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება