კეტი პერი: მიკ ჯაგერმა გამარტყა

კეტი პერი: მიკ ჯაგერმა გამარტყა

ამ კვირაში კეტი პერი ავსტრალიურ რადიოსადგურში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ ის ძალადობის მსხვერპლი გახდა. მომღერლის თქმით, მას ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის "როლინგ სტოუნის" სოლისტმა მიკ ჯაგერმა ხელი გაარტყა.

"18 წლის ვიყავი, როდესაც მან დამარტყა",- აღნიშნა პერიმ.

აღმოჩნდა, რომ 2004 წელს პერი მუსიკოსის ბექ-ვოკალში მღეროდა. მაშინ მომღერლები კომპოზიცია Habits Die Hard-ს წერდნენ. სამუშაოს დასრულების შემდეგ კეტი და მიკი სავახშმოდ რესტორანში წასულან, სადაც ინციდენტი მოხდა.

ამ განცხადების შემდეგ, ჯაგერს განმარტების გაკეთება მოუწია. "არ ვადასტურებ, რომ ოდესმე კეტი პერიზე ხელი ამეწიოს",- განაცხადა მიკ ჯაგერმა. ჯაგერის აგენტი კი ამტკიცებს, რომ სავარაუდოდ, კეტის "როლინგ სტოუნის" ლიდერი "ვიღაცაში აერია".

შეგახსენებთ, კეტი პერი და მიკ ჯაგერი გაზაფხულზე, ლას-ვეგასში ერთ სცენაზე გამოვიდნენ.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება