რა არის საჭირო "ევროვიზიის" კონკურსზე გასამარჯვებლად

რა არის საჭირო "ევროვიზიის" კონკურსზე გასამარჯვებლად

წელს კიევში, საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველოდან სექსტეტი - The Smile Shop წარდგება სიმღერით "Give Me Your Smile". ბავშვების ასაკი 10-14 წელია და თითოეულ მათგანს გამარჯვების დიდი იმედი აქვს. მათი პროდიუსერი, გიგა კუხიანიძე საბავშვო და მოზრდილთა "ევროვიზიაზე", ხალხისგან დაფასების ნაკლებობასა და სხვა თემებზე გვესაუბრა...

მარიამ შავლაძე, 10 წლის:

- 2 წლიდან დავიწყე სიმღერა. ეს პროექტი ძალიან მომწონდა და მონაწილეობა ყოველთვის მინდოდა. კასტინგზე რომ გავედი, გამარჯვების დიდი იმედი არ მქონდა. როცა "ევროვიზიისთვის" შემარჩიეს, სიხარულისგან ლამის გავგიჟდი, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო.

ლუკა გოგიბერიძე, 14 წლის:

- არც ისე დიდი ხანია, რაც ვმღერი. ვოკალის მასწავლებელი არასდროს მყოლია, თვითნასწავლი ვარ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი მხრივ, ჩემი პლუსიც არის, მეორე მხრივ - მინუსი. "ევროვიზიას", რა თქმა უნდა, ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს. ახლა ჩემი თავი გამოვცადე: დამაინტერესა, შევძლებდი თუ არა, რომ თავი გამომეჩინა. მშობლები ყველაფერში ხელს მიწყობენ. პირველი და მეორე ეტაპის გავლის შემდეგ არ მეგონა, რომ საბოლოო ტურამდე მივიდოდი და საუკეთესოებს შორის მოვხვდებოდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ წელს მათთან ერთად, საქართველოს მეც წარვადგენდი, მაგრამ ბედმა გამიღიმა.

- რა მოლოდინი გაქვთ?

- ახლა მივხვდი, თუ რამდენი უნდა იშრომოს კაცმა, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. არ გვინდა, რომ ჩვენს, ასე ვთქვათ, "სტაფს" იმედი გავუმტყუნოთ. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ და საქართველოს ვასახელებთ!

ანა კვანტალიანი, 12 წლის:

- ვფიქრობ, პირველობის მოსაპოვებლად ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ. აქ ძალიან "თბილად" ვართ, უკვე გვიყვარს ერთმანეთი. პირველ რიგში, პროდიუსერები, მასწავლებლები და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა უნდა ვასახელოთ. ამას აუცილებლად მივაღწევთ!

თამთა დიასამიძე, 11 წლის:

- 4 წლიდან ვმღერი. ადრეც მინდოდა "ევროვიზიაზე" გამოსვლა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. წელს ჩემი სურვილი რომ გავამჟღავნე, მშობლებიც დამთანხმდნენ. მეორე ტურში გადავედი და როცა გავიგე, "ევროვიზიისთვის" შემარჩიეს, ძალიან გამიხარდა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა. ბევრ კონკურსში ვმონაწილეობდი, მაგრამ "ევროვიზია" ყველაზე მასშტაბურია.

- მთელი მსოფლიოს წინაშე უნდა წარდგე; ხომ არ ინერვიულებ?

- ვფიქრობ, რომ არ ვინერვიულებ და რაც შემიძლია, იმის მაქსიმუმს გავაკეთებ.

- პროდიუსერებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

საბა ჩაჩუა, 13 წლის:

- საქმეში ყოველთვის უნდა იყოს სიმკაცრეც და მეგობრობაც, მაგრამ უფრო - სიმკაცრე. ცხოვრებაში ძალიან კარგები არიან, ყოველთვის ყველაფერში გვეხმარებიან. რაც შეეხება მუსიკალურ სფეროს, როდესაც გაკვეთილი გვაქვს, მაშინ ვივიწყებთ, თუ რა ხდება გარეთ და როგორ ვმეგობრობთ. ამ ყველაფერს უკვე საქმიანად, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და არა ისე, თითქოს "ევროვიზია" გართობა იყოს. ყოველთვის ვფიქრობდი და მინდოდა ამ პროექტში მოხვედრა. სულ ვუყურებდი და საქართველოს ვგულშემატკივრობდი. ხან ვიმარჯვებდით, ხან - ვერა, მაგრამ ჩემთვის საქართველო მაინც ყოველთვის გამარჯვებულია. ქართველები მიყვარს და რა ვქნა?!

მარიამ სამუშია, 11 წლის:

- ძალიან გამიხარდა, როცა ექვსივეს ერთდროულად გამოგვიცხადეს, რომ "ევროვიზიაზე" ჩვენ მივდიოდით. ისეთი ემოციურიც არ ვარ, ასეთი დიდი სიხარულისგან ტირილი რომ დამეწყო. გამიხარდა, ნიჭიერ ბავშვებთან ერთად რომ წავიდოდი. ისინი პირველივე დღეს შემიყვარდნენ, დავმეგობრდით და ერთმანეთთან ძალიან კარგად ვართ, ისევე, როგორც პროდიუსერთან, ვოკალის მასწავლებელთან, ცეკვის მასწავლებელთან და ა.შ.

გიგა კუხიანიძე, პროდიუსერი:

- წელს სექსტეტი გვყავს. 6 ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაყვანას ყველა ერიდება, რადგანაც ერთმა ბავშვმა ფონოგრამის ხმა რომ ვერ გაიგონოს, ტონალობიდან ამოვარდეს, ჩათვალეთ, რომ ექვსივე "აყირავებულია", მაგრამ მე გავრისკავ. წინა წლებში "Fun Kids" და "Candy" კარგად გამოვიდა და წელსაც გამარჯვების იმედი მაქვს. წელს საბავშვო "ევროვიზიაზე" მეექვსედ ვმუშაობ და სიმღერა, რომელსაც შეასრულებენ, ჩემია.

- საბავშვო "ევროვიზიაზე" საქმე ყოველთვის კარგად მიგვდის. მოზრდილების კონკურსზე რას იტყვით?

- ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას ყოველთვის ვერიდებოდი. შეიძლება, ამბიციურად ჩამითვალოთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, დადგა იმის დრო, რომ ვთქვა: ჩემი გამოცდილებიდან და "ევროვიზიის" შედეგებიდან გამომდინარე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი რამ შემიძლია გავაკეთო დიდების "ევროვიზიისთვის". მე და ჩემს ჯგუფს ამ მხრივ დიდი გამოცდილება გვაქვს. თანაც, როცა სცენაზე ზრდასრული ადამიანი გაგყავს, უფრო კარგიც არის, რადგან ამ შემთხვევაში, ჩარჩოში მოქცეული არ ხარ და შეგიძლია, გარკვეულ ზღვარს გასცდე. აი, ბავშვებთან ვერ "გადაამეტებ" და ვერ გააკეთებ სკანდალურ გამოსვლას. დიდი ხანია, დიდების "ევროვიზიისთვის" მზად ვარ, მაგრამ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არც ერთხელ არ მიმიღია. მერწმუნეთ, "ევროვიზიაზე" ცეცხლი თუ არ დაანთე და იქაურობა არ "დაანგრიე", წინ ვერ წახვალ... სხვათა შორის, წელს საბავშვო "ევროვიზიამ" მომცა დაკვეთა და კონკურსის გახსნისა და ქულების დათვლის დროს გაჟღერდება ჩემი სიმღერა - "ჭინნერ", რომელსაც შეასრულებს შარშანდელი "ევროვიზიის" გამარჯვებული - უკრაინელი ანასტასია პეტრიკი. მიხარია, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. სხვა ქვეყნებიდან ბევრი კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე. აქამდე ამის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ ახლა უკვე ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ მოვსინჯო ძალები და წელს დიდების "ევროვიზიაზე" სხვა ქვეყანასთან ვიმუშავებ.

- წლევანდელი შოუს თემატურ ჩანაფიქრზე რას გვეტყვით?

- ჯგუფს The Smile Shop ჰქვია. გამიჩნდა აზრი, რომ კრეატიული სახელი ყოფილიყო, რადგან საბავშვო "ევროვიზიის" წლევანდელი სლოგანი არის "გახდი კრეატიული". შესაბამისად, ამ სლოგანის გამოძახილი უნდა გაგვეკეთებინა. შოუში არის "ღიმილის მაღაზია", გვაქვს 100%-იანი ფასდაკლება და მაღაზიიდან "სმაილის" უფასოდ წაღება შეიძლება. ჩვენი კრეატიული მინიშნებაა, რომ ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ყველას უფასოდ ჩუქნიან ღიმილს. შესაბამისად, სიმღერასაც ჰქვია "Give Me Your Smile".

- ჯგუფის The Smile Shop წევრები რით განსხვავდებიან წინა წლებში "ევროვიზიაში" მონაწილე ბავშვებისგან?

- როცა კასტინგზე მოდიან, ყველა ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! საშუალო დონეზეა მომზადებული. მათ აქვთ სმენა და ხმა, შეუძლიათ ცეკვა, მაგრამ ჩვენთან ერთად მუშაობის შემდეგ იხვეწებიან. პირადად მე, ბევრ ბავშვს მივეცი დიდი შანსი, თუმცა ინტერნეტში მაინც წერდნენ, თითქოს "ევროვიზიაზე" მარტო "გიგას ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!" მიდიოდნენ. არადა, ეს ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! პროექტში მონაწილეობის შემდეგ ხდებიან ჩვენი სტუდიის წევრები. ისე კი, ხომ მაქვს უფლება, რომ ჯგუფში ერთი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ჩემი სტუდიიდანაც მოხვდეს? ხალხი ყოველთვის მებრძვის და ამის გამო გული მწყდება.

- რატომ გებრძვიან?

- არ უნდოდათ, რომ საბავშვო "ევროვიზიაზე" მემუშავა. ყველა მშობელს უნდა, მისი შვილი წარმატებული იყოს, მაგრამ ყველა ხომ ვერ მოხვდება ამ კონკურსზე? ისინი, ვინც შესარჩევზე არ მოხვდნენ, მაბრალებდნენ, თითქოს მარტო ჩემი პროდუქტი იმარჯვებდა. კი, ბატონო, გადის ჩემი პროექტები და გავა კიდეც იმიტომ, რომ ამ საქმის პროფესიონალი ვარ და ბევრი მიღწევა დამიგროვდა. შენც გააკეთე მაგარი პროდუქტი და აუცილებლად გაგიმართლებს! არ მესმის, ტყუილუბრალოდ რატომ ზიხარ და იბოღმები, თუ მუშაობა შეგიძლია?! მე საქმის გაკეთებას 5 წუთში ნამდვილად ვერ ვახერხებ - ნახევარი წელიწადია, რაც ამ პროექტზე ვმუშაობ. ძალიან ბევრი ღამე უნდა გაათენო, ინერვიულო, იწვალო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო. თუმცა, ისეც შეიძლება მოხდეს, რომ შრომა წყალში ჩაიყაროს. მაგალითად, ერთხელ შეიძლება, ცუდი პროექტი გამომივიდეს და ბოლო ადგილზე აღმოვჩნდეთ. ეს თამაშია ისევე, როგორც ლატარია: არ იცი, როდის გაგიმართლებს და როდის - არა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბავშვებისა და ქვეყნის წინაშე მართალი ვარ. წელს კარგი სიმღერა "გავაკეთე" და იმედი მაქვს, ბავშვებსა და მთელ კოლექტივს წარმატება გველის. სამწუხაროდ, საბავშვო "ევროვიზიას" მხარდაჭერა არასდროს ჰქონია.

- რას გულისხმობთ? ქართველები არ აფასებენ საბავშვო "ევროვიზიაში" მიღწეულ წარმატებას?

- საზოგადოების გარკვეული ნაწილი აფასებს, ნაწილი - არა. ჟურნალისტებს სიამოვნებით ვთანხმდები ინტერვიუზე, რადგან ამ პროექტს სჭირდება ყურადღება, რომ ხალხი მზად იყოს, უყუროს "ევროვიზიას", უგულშემატკივროს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებს. ზედაპირულად უყურებენ ამ ამბავს, რადგან "ისინი ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! არიან". სპონსორი არასდროს გვყოლია. სად არ მივედი, ვის არ ვთხოვე პროექტის "შესაფუთი" თანხების გამოყოფა, მაგრამ არავის აინტერესებს. როგორ შეიძლებოდა, "ბზიკები", "Candy" ან "Fun Kids" არ დაეფინანსებინათ? ჩვენ ხომ მილიონებს არ ვთხოვთ - მინიმალური თანხები გვიჭირდა ყოველ წელიწადს. ახლაც ანალოგიური სიტუაციაა. ვიცით, რომ სპონსორი არ გვეყოლება და არც ვეძებთ, ყველაფერს წვალებით ვაკეთებთ. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ გიგა კუხიანიძე ამ საქმით მილიონებს შოულობს. ჰოდა, მათ გასაგონად მინდა ვთქვა: მე ჯერ სახლ-კარიც არ გამაჩნია, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ და მერწმუნეთ, ჩემი შრომის შესაბამისი ჰონორარები რომ ამეღო, უფრო კარგად ვიცხოვრებდი. რასაც ვაკეთებ, ისევე მიყვარს, როგორც ადამიანს - შვილი. არ შემიძლია, ეს საქმე მივატოვო. ყოველ წელს ველოდები ამ სიამოვნებას, წვალებას, ტანჯვას და ბოლოს - დიდ სიხარულსა და შედეგს.

გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ყველა ქვეყნის დელეგაციასთან. მიხარია, როცა სხვა ქვეყანაში ჩასული დაფასებას ვგრძნობ... ხალხისგან უამრავი წერილი მომდის ყოველი წარმატების შემდეგ, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა იმის შესახებ, თუ რას ვგრძნობ, როცა Youtube-ზე შევდივარ და ამა თუ იმ ვიდეოზე კომენტარებს ვკითხულობ. როგორ შეიძლება, ბავშვზე, ვიდრე ის კონკურსზე გაემგზავრება, დაწერო საზიზღარი კომენტარი, გალანძღო, შეურაცხყო და არ ფიქრობ იმაზე, თუ რა მოუვა მის ფსიქიკას, როცა ამას წაიკითხავს?! რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ნამუსი ჯერ არ დაუკარგავთ, გვგულშემატკივრობენ და წარმატებებსაც გვისურვებენ, მაგრამ ბავშვებს ყოველ წელს, ორი თვით ადრე, ვიდრე სიმღერა ინტერნეტით გავრცელდება, ფსიქოლოგიურ ტრენინგებს ვუტარებთ. რამდენიმე ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, ვიდეოზე დადებული კომენტარის წაკითხვის შემდეგ ლამის შოკში ჩავარდა. მე რომ მაყენებენ შეურაცხყოფას, არა უშავს, მაგრამ ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მეცოდება. ისინი ოჯახში, წესიერ გარემოში არიან აღზრდილები და როცა აქ მოდიან, ფიქრობენ, რომ უნდა იხალისონ, იმღერონ, იბედნიერონ და უცებ, კითხულობენ რაღაც მარაზმებს. ვფიქრობ, ეს ქვეყნის სირცხვილია. სხვათა შორის, "Candy"-მ ნერვიულობის შედეგად ბევრი დაკარგა, უკეთესად უნდა ემღერათ. იმავეს ვიტყვი მარიამ კახელიშვილზეც: ისე ინერვიულა, სიმღერის დროს აამაღლა ტონალობა. ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ტრავმირებული იყო, Youtube-ზე ისეთ ცუდ კომენტარებს წერდნენ მის შესახებ. "ბზიკებს" არაფერი ანაღვლებდათ, საერთოდ არ უნერვიულიათ და მშვენივრად გავიდნენ. სხვათა შორის, "ბზიკები" "ევროვიზიამ" ორჯერ მიიწვია; ისინი მეორე და მესამე წელსაც დააყენეს სცენაზე, რაც უპრეცედენტო შემთხვევა გახლავთ.

- წინა წელს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ამან თქვენზე არავითარი გავლენა არ იქონია?

- ჩემთვის არაფერი შეცვლილა. შარშან მეორე ადგილი დავიკავეთ და მადლობაც არავისგან მიგვიღია. არ შემიძლია, ტყუილი ვილაპარაკო. ამ პროექტისთვის არც მანამდე იკლავდა ვინმე თავს და არც ახლა იკლავენ. არადა, სხვა ქვეყნებს რომ ვუყურებ, შურით "ვსკდები", ისეთი პიარ-კამპანია აქვთ: ფლეშ-მობები კეთდება, მაისურები, დროშები იბეჭდება, მსვლელობები ეწყობა, სკოლებია ჩართული ამ ყველაფერში და დიდი აურზაურია, მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს წარმომადგენელს. ასეთი პიარ-კამპანიის შედეგად, Youtube-ზე მათ ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. ჩვენთვის კი არავის სცალია და ვერც ვერავის მოვთხოვ, რომ ყურადღება მოგვაქციონ.

ეკა აბაშიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: სიმღერა, რომლითაც ქართული ჯგუფი The Smile Shop საბავშვო ევროვიზია 2013-ზე წარსდგება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება