"ნოტებიც კი არ ვიცი" - ინტერვიუ სტვენის ვირტუოზთან

"ნოტებიც კი არ ვიცი" - ინტერვიუ სტვენის ვირტუოზთან

ზურა ბალანჩივაძე "ნიჭიერის" ჟიურისა და ქართველი საზოგადოების წინაშე საკმაოდ უცნაური ნიჭით წარსდგა. მან სტვენით შეასრულა ჯუზეპე ვერდის ოპერა "რიგოლეტო", საკმაოდ რთული ნოტები აიღო, ამით კი ხალხის აღფრთოვანება და ჟიურის წევრების 4 "კი" დაიმსახურა. თუ როგორ განივითარა ზურამ სტვენის უნარი, რა იტაცებს ამის გარდა და როგორ გადაწყვიტა პროექტში მონაწილეობის მიღება, ამის შესახებ ის "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- "ნიჭიერში" შენი გამოსვლა მუსიკალურად საკმაოდ გამართული იყო. მუსიკალური განათლება გაქვს?

- მუსიკალური განათლება არ მაქვს. ბავშვობაში სკოლის გუნდში ვმღეროდი, მოგვიანებით გიტარაზე და ვოკალის კურსებზე დავიწყე სიარული. მაგრამ სტაბილური განათლება ამ სფეროში არ მიმიღია, ნოტებიც კი არ ვიცი.

- როდის და რატომ დაინტერესდი სტვენით? შემთხვევით აღმოაჩინე, რომ ნიჭი გქონდა და შემდეგ განავითარე, თუ ყველაფერი შრომის შედეგია?

- სტვენა თავიდან არ გამომდიოდა. ვარჯიშის გარეშე ეს არც არავის გამოუვა. ათი წლის წინ ვცადე პირველად, როცა ფრანკო ძეფირელის "კალასი სამუდამოდ" ვნახე. იქიდან გავიგე ოპერის შესახებ, შევიყვარე მარია კალასი, დავინტერესდი კლასიკური მუსიკით.

- სტვენის უნარს ამ ათი წლის განმავლობაში როგორ ივითარებდი?

- თავდაპირველად დიდი წვალებით, აუდიოკასეტებზე გადმოვწერე მარია კალასის არიები და ვცდილობდი, მათზე სტვენა, ასე ვთქვათ, "ამეყოლებინა". არ ვიცი, რა მაიძულებდა, რომ ასე მოვქცეულიყავი. ალბათ ის, რომ გარდატეხის ასაკი მქონდა და სიმღერა პრაქტიკულად არ შემეძლო. სხვები ამ დროს მძიმე როკს უსმენენ, მე კი მძიმე კლასიკისკენ წავედი. საბოლოოდ მივხვდი, რომ რაღაცნაირად, მეორე სუნთქვა გამეხსნა და ყველაფერი ასე დაიწყო.

- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მსგავსი შედეგის მიღწევა, თუ მოინდომებს?

- ყველაფერი ვარჯიშია, ამთ შორის, სტვენაც. რა თქმა უნდა, ამასაც ნიჭი და მუსიკალურობა უნდა.

- რაიმე სპეციალურ ვარჯიშებს თუ აკეთებ, მაგალითად, სუნთქვის?

- ამისთვის სპეციალური ვარჯიშები, არც ვიცი, თუ არსებობს. მე ფაქტობრივად იმას ვაკეთებ, რასაც საოპერო მომღერალი რეპეტიციის დროს, ოღონდ სტვენით. სცენაზე გასვლის წინ ვოკალიზებას ვაკეთებ სტვენით, რასაც საოპერო მომღერლები აკეთებენ, დიაფრაგმას ვავარჯიშებ სუნთქვით და ა.შ.

- რატომ გადაწყვიტე "ნიჭიერში" გამოსვლა? ჟიურის ასეთ დადებით რეაქციას თუ ელოდი?

- "ნიჭიერში" გამოსვლას ბევრი მეგობარი მთხოვდა. "რუსთავი2"-იდანაც იყო ადრე შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ თავს ვიკავებდი. ყველაზე მეტად საზოგადოების არასწორი დამოკიდებულების მეშინოდა. მშობლებისგანაც მქონდა წინააღმდეგობა, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ამ ნაბიჯს ნამდვილად არ გადავდგამდი. უკვე 25 წლის ვარ და კომპანია "ჯეპრაში" სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობა მიკავია. ამიტომ ვნერვიულობდი არა იმაზე, თუ რას ვიზამდი სცენაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მიიღებდა ხალხი ამას. ბოლოს ჩემს მეგობარს, "საქართველოს ვარსკვლავს", ლუკა ზაქარიაძეს ვთხოვე რჩევა. მეგონა, გასვლას დამიშლიდა, თუმცა აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ მითხრა: აუცილებლად გადიო. მეც დავუჯერე და ქასთინგზე წავედი... სიმართლე გითხრათ, ჟიურის დადებით რეაქციას ველოდი, რადგანაც გემოვნებიანი ხალხია, თუმცა მთლად ასეთ ეიფორიასაც არა.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება