მამულიჩა ჭორებმა დაღალა

მამულიჩა ჭორებმა დაღალა

მომღერალ ლელა წურწუმიასა და პროდიუსერ კახა მამულაშვილის, ანუ, როგორც შოუბიზნესურ წრეებში იცნობენ, მამულიჩას, ოჯახი წლებს ითვლის. უკვე ვერავის წარმოუდგენია ლელა მამულიჩას გარეშე და პირიქით. საქმესაც ერთად აკეთებენ ასევე ძალიან ბევრი წელია. ამ ხნის განმავლობაში მათზე არაერთი ჭორი გავრცელებულა, მათ შორის წყვილის დაშორებაზეც.

მორიგი ჭორი მათ დაშორებაზე ახლახან შევიტყვეთ. როგორც ამბობენ, კახას ძალიან ხშირად ნახულობენ ცალკე, კლუბებში, სადაც მეგობრებთან ერთად ერთობა. ლელა, როგორც მოგეხსენებათ,"ახალი ხმის“ ჟიურიშია დაკავებული, მან თავისი გუნდი უკვე შეაგროვა და გადაცემის ჩანაწერების ეთერში გასვლის შემდეგ უკვე ლაივშოუებისთვის ემზადება.

გავრცელებული ხმის გადასამოწმებლად მამულიჩას დავუკავშირდი, რომელმაც ჩვეული იუმორით მიპასუხა ყველა შეკითხვაზე და თან, ისე, რომ გამოცდილი ბუკლიკოც კი დააბნია. ყველა კითხვას ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად პასუხობდა, ბოლოს მაინც გამოვტყუე სიმართლე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება