ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი არა­სო­დეს გა­მო­ვა ისე­თი, რო­გო­რიც უცხ­ო­უ­რია" - სე­რი­ა­ლე­ბის ეპო­ქა

ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი არა­სო­დეს გა­მო­ვა ისე­თი, რო­გო­რიც უცხ­ო­უ­რია"  - სე­რი­ა­ლე­ბის ეპო­ქა

სე­რი­ა­ლი - ამ სიტყ­ვის ხსე­ნე­ბი­სას უმ­რავ­ლე­სო­ბას ლა­თი­ნოა­მე­რი­კუ­ლი "საპ­ნის ოპე­რე­ბი", ლა­მის ოჯა­ხის წევ­რად ქცე­უ­ლი ხო­სე იგ­ნა­სიო და თვე­ო­ბით გა­წე­ლი­ლი სე­რი­ე­ბის სამ­ნიშ­ნა ციფ­რე­ბი ახ­სენ­დე­ბა. თუმ­ცა შორს რომ არ წა­ვი­დეთ, სა­მა­მუ­ლო სე­რი­ა­ლე­ბიც მოგ­ვე­პო­ვე­ბა. ზო­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ზო­გიც - წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი, მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რი­ა, ქარ­თუ­ლი! პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი "სახ­ლი ძველ უბან­ში" იყო. მძი­მე 90-ი­ა­ნებ­ში სე­რი­ალ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა და დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვი­ა. მის­ტი­კუ­რი სი­უ­ჟე­ტი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­შინ, რო­დე­საც ელექ­ტრო­ე­ნერ­გია უცხო ხი­ლი იყო, სე­რი­ა­ლის სა­ყუ­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი ერ­თად იკ­რი­ბე­ბო­და. მოკლედ, სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი - სა­ლო­მე და გი­ორ­გი ახალ სახ­ლში გა­და­დი­ან საცხ­ოვ­რებ­ლად, სა­დაც და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან მე­ზობ­ლებს, ჟო­რა­სა და თა­მი­ლას, რომ­ლე­ბიც სა­ტა­ნიზ­მის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან და შე­სა­ბა­მის რი­ტუ­ა­ლებს ას­რუ­ლე­ბენ. მას შემდეგ სე­რი­ა­ლში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბის ცხ­ო­ვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნებს ხალხი სწო­რედ მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბულ რო­ლებს მი­ა­წერ­და. ასეა თუ ისე, ბო­როტ ძა­ლებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი ნამ­დვი­ლად შედ­გა.

სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სო­რი ავ­თო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პი­რ­ვე­ლი ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი­ა, ალ­ბათ ამი­ტო­მაც მი­ი­ღო ასე მა­ყუ­რე­ბელ­მა:

-  მსა­ხი­ობ­თა ის შე­მად­გენ­ლო­ბა მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ებს ქმნი­და, სი­უ­ჟე­ტი საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი იყო და, რაც მთა­ვა­რი­ა, სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­კე­თე­ბუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი სე­რი­ა­ლე­ბი მარ­თლაც ვერ მივ­ლენ პო­პუ­ლა­რო­ბით მას­თან, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ დღეს რაც კეთ­დე­ბა ცუ­დი­ა. უUბრა­ლოდ, ეს იყო უცხო ხი­ლი მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

-  მის­ტი­კუ­რი და, ცო­ტა არ იყოს, სა­ში­ში თემის გა­მო ხომ არ გახ­და ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი?

-  კარ­გი და ცუ­დი თე­მა რომ არ­სე­ბობ­დეს, რე­ჟი­სორ­ზე ბედ­ნიე­რი ადა­მი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და. რომ გვცოდ­ნო­და, რა იყო სა­ინ­ტე­რე­სო, იმ თე­მას ავი­ღებ­დით და გა­ვა­კე­თებ­დით. არ­სე­ბობს კარ­გად გა­კე­თე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი. "სახ­ლი ძველ უბან­ში" ამ მხრივ იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი.

-  და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წლის წინ "ი­მე­დის" ეთერ­ში სე­რი­ა­ლის ჩვე­ნე­ბა და­იწყო და შემ­დეგ შეწყ­და. ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს იმ ცრურ­წმე­ნებს თუ მო­საზ­რე­ბებს, რაც გავ­რცელ­და სე­რი­ა­ლის გა­მოს­ვლი­სას?

-  ეს ალ­ბათ "ი­მე­დის" ხემ­ძღვა­ნე­ლო­ბას უნ­და ჰკითხ­ოთ. მა­თი თქმით, მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი იყო შეწყ­ვე­ტის მი­ზე­ზი.

"ცხე­ლი ძაღ­ლი" ერ­თ-ერ­თი იყო იმ ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ინ­ტე­რე­სით მი­ი­ღო. ქარ­თვე­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბის ბრძო­ლა კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნი გაგ­რძელ­და.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

-  ეს არ იყო სტუ­დი­უ­რი სე­რი­ა­ლი, არ იღებ­დნენ სტუ­დი­ის პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში. მარ­თა­ლი­ა, პირ­ვე­ლი არ იყო, მაგ­რამ გა­და­ღე­ბის ეს ფორ­მა უცხო იყო - თან ვი­ღებ­დით, თან გა­მო­დიო­და. დღეს ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა­ა, მაგ­რამ მა­შინ ასე არ იყო. კრი­მი­ნა­ლუ­რი თე­მა­ტი­კა კი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. სცე­ნა­რის­ტებ­მა მა­სა­ლე­ბი პო­ლი­ცი­ი­დან ამო­ი­ღეს, მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი იყო შეც­ვლი­ლი. ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლი იყო, ალ­ბათ ამი­ტო­მაც მი­ი­ღო მა­ყუ­რე­ბელ­მა.

-  რას იტყ­ვი "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებ­ზე", სა­დაც ერ­თ-ერთ მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ?

-  ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც სცე­ნა­რის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. სე­რი­ა­ლი რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და იმის "ბრა­ლი­ა", რომ იქ ჩვენს მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებ­სა და ნა­თე­სა­ვებს აღ­მო­ვა­ჩენთ. ეს არ არის შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი. რე­ა­ლო­ბაა ასა­ხუ­ლი. ყვე­ლას გვყავს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ გმი­რებს ჰგავს.

კრი­მი­ნა­ლუ­რი თე­მა­ტი­კის კი­დევ ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი იყო "დე­ტექ­ტი­ვე­ბი", თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნის შემ­დეგ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი შეწყ­და.

ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი - ამ ორ ძი­რი­თად მი­ზეზს ასა­ხე­ლე­ბენ თბი­ლი­სე­ლე­ბი, რის გა­მოც ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი არა­სო­დეს გა­მო­ვა ისე­თი, რო­გო­რიც უცხ­ო­უ­რია;

ნი­ნო, 39 წლის: თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს ვუ­ყუ­რებ, ქარ­თულს ნაკ­ლე­ბად, ჩვენს სე­რი­ა­ლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლოვ­ნუ­რი­ა. ზო­გი მსა­ხი­ო­ბი სი­ცილ­საც ვერ ახერ­ხებს ბუ­ნებ­რი­ვად, რაც, ცო­ტა არ იყოს, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი­ა.

ქე­თი, 22 წლის: "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლებს" ვუყუ­რებ, სხვა ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი არ მომ­წონს.

მე­რი, 44 წლის: ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი კარ­გი­ა, თუ კარ­გად იქ­ნე­ბა გა­და­ღე­ბუ­ლი, რა­საც კარ­გი ფი­ნან­სე­ბიც სჭირ­დე­ბა. გვაქვს რამ­დე­ნი­მე კარ­გი სე­რი­ა­ლი, თუმ­ცა ამას ყვე­ლა­ზე ვერ იტყ­ვი. "სახ­ლი ძველ უბან­ში" ძა­ლი­ან მომ­წონ­და და სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მახ­სოვს, სე­რი­ა­ლის გა­მოს­ვლი­სას ხალხს მარ­თლაც ეში­ნო­და ძვე­ლი სახ­ლე­ბის. ჩე­მი აზ­რით, ეს მა­ინც მსა­ხი­ო­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა.

ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება