"გრძნობებით არასდროს მითამაშია" - რატი დურგლიშვილის ასტრო-ფსიქოპორტრეტი

"გრძნობებით არასდროს მითამაშია" - რატი დურგლიშვილის ასტრო-ფსიქოპორტრეტი

"ოდესმე შეხვედრიხართ ჟინიან, გულღია და მუდამ მოღიმარ ადამიანს? - ეს ვერძია. ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსი საკუთარ ნიჭიერებაში დაარწმუნოს. მასავით არავის სჯერა სასწაულების. საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს, რომ წყენას ივიწყებს... ერთგული, კეთილი და მოუსვენარია. შეუძლია იცხოვროს კომფორტის გარეშე, მაგრამ თუ ფული დასჭირდება, სხვაზე მეტს იშოვის", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მომღერალ რატი დურგლიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. ვიცი, ამ ინტერვიუში ასტროლოგებს ბევრ რამეში დავეთანხმები.

- "მის ხასიათში ერთმანეთს ერწყმის ბავშვური გულწრფელობა, ბრძოლისუნარიანობა და აგრესია".

- ბავშვური გულწრფელობა მართლა მახასიათებს, აგრესიული კი მაშინ ვხდები, როცა ამ თვისებას სხვებში ვერ ვხედავ. სამართლიანობას ვითხოვ, არადა, ადამიანების 80% იტყუება. მეგობრები მეჩხუბებიან, - სულ ამაზე ნუ კამათობ, "ბოღმას" დაგარქმევენო. თვალთმაქცობა არ მჩვევია და თუ რამე არ მომწონს, ვამბობ, მაგრამ ადამიანის შეურაცხყოფაზე არასდროს გადავდივარ.

- შენ გარშემო ბევრი თვალთმაქცია?

- ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტნი არიან, ვიდრე გულწრფელი ადამიანები.

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას. მას არ გააჩნია შიშის გრძნობა და სირთულეების წინაშე უკან არ იხევს".

- ყოველთვის ასეა! მძულს, როცა ადამიანები ერთმანეთზე ცუდს ლაპარაკობენ. პიროვნული თვისებებით იწყებენ, მერე გადადიან გარეგნობაზე, შემდეგ წამოაძახებენ, - ვისთან იწვა და ათას სიბინძურეს ამბობენ. მოკლედ, შეგძულდება ყველაფერი. როგორ შეიძლება, ადამიანების ამგვარი საქციელის მიმართ პროტესტი არ მქონდეს?!

- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".

- არც ერთი მარცვალი არ არის.

- მგონი, ასე ცხოვრება უფრო ადვილია, არა?

- ყველაზე მაგარია. ტყუილსა და ეშმაკობას ვერ ვიტან. იტყუება ის, ვინც ღირსებასთან მწყრალად არის. ძალიან თავმოყვარე ვარ და საკუთარ თავს ტყუილის თქმას ვერ ვაკადრებ. თუ რამე შემეშლება, ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. ბევრისგან განსხვავებით, ამაყი არ ვარ. არ მინდა, პატარა ადამიანი ვიყო.

- "საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს, რომ წყენას ივიწყებს"...

- მართალია, წყენას იოლად ვივიწყებ.

- ადამიანს, რომელიც ორჯერ, სამჯერ გაწყენინებს, ყოველ ჯერზე აპატიებ?

- ასეთ ადამიანს დისტანციურად ვეკონტაქტები. კარგად ვაანალიზებ, ვინ უნდა მოვუშვა ახლოს და ვინ

- არა.

- ფიცხი ხარ?

- ადამიანების მოვალეობა ხომ ერთმანეთზე ზრუნვაა?! ვერ ვიქნები მშვიდი, როცა ვხედავ, ვიღაც "კლდიდან ხტება" და თავს იღუპავს.

- "მასავით არავის სჯერა სასწაულების".

- მჯერა და რასაც გულით ვინდომებ, ყველაფერი მისრულდება. როცა ვხატავდი და ჩემი ნამუშევრები გამოფენებზე გამქონდა, გრან-პრის და იუნისეფის ჯილდოებს ვიღებდი.

- ხატვა რატომ აღარ გააგრძელე?

- ძალიან ძნელია, მხატვარი იყო და თან - მომღერლის კარიერა ააწყო. ხატვის დროს ყველაზე დიდ სულიერ სიმშვიდეს განიცდი, სხვა სამყაროში ცხოვრობ და ფერები ტილოზე გადმოგაქვს. ერთადერთი, რაც ძერწვის დროს დისკომფორტს მიქმნიდა, მტვერი იყო. ის მტვერი ვერ შევიყვარე. 20 წლამდე აქტიურად ვხატავდი.

- ის ტილოები, რომლებსაც პრიზები მიენიჭა, სად არის?

- 2 ტილო დამეკარგა, არ დამიბრუნეს: ერთი გერმანიაშია, მეორე - ამერიკაში და მუზეუმებში ინახება. ამის გამო ბევრი ვინერვიულე. უცნაურობა მჭირს - ჩემი ნამუშევრების გაჩუქებაც არ შემიძლია; თითოეული ჩემი სხეულია, სულია. ერთ-ერთ ტილოს "ბურუსი" დავარქვი და ის გამორჩეულად მომწონდა.

- "ის არ განეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავს ბედნიერება. ურჩევნია, ყველაფერი თავად მოინადიროს".

- ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. მებრძოლი ნაკლებად ვარ, მაგრამ კარგად განვითარებული ინტუიცია მაქვს.

- "თუ რამე ირწმუნა, შეუძლებელია მისი გადარწმუნება! მასში დონ კიხოტის სული ცხოვრობს".

- ამას სხვაგვარად, სიჯიუტეც ჰქვია. ეს თვისება მაქვს, მაგრამ ლოგიკურად თუ ამიხსნი და არგუმენტებით გაამყარებ, შეიძლება, აზრი შევიცვალო.

- "მარტოხელა ვერძი არჩევანის გაკეთებას ზამთრის მოახლოებისას შეძლებს. ამ დროს ქორწინება მტკიცე იქნება".

- ზამთარი კარს მოგვადგა და ის ჯერ კიდევ არ ჩანს (იცინის). შეყვარებული არ ვარ.

- აქტიური გოგონები მოგწონს?

- ფორმას გააჩნია - ზოგი ისე აქტიურობს, შეიძლება, უკუშედეგი მიიღოს. სხვის გრძნობებზე არასდროს მითამაშია.

- აქტიურობენ?

- "დასტოინად". ხომ იცი, ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი რომელიმე მხარემ უნდა გადადგას. ასეთი ნაბიჯი მეც არაერთხელ გადამიდგამს და სხვებსაც გადმოუდგამთ, მაგრამ ურთიერთობა რაღაც დონემდე მიდის და მერე ჩერდება, ინტერესი იკარგება. რამდენიმე დღის წინ ლიკა ქავჟარაძემ მისაყვედურა, - ცოლი რატომ არ მოგყავს? უკვე დროა, დაოჯახდეო. მე კი ვფიქრობ: ვარ იმისთვის მზად, რომ ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა ვიკისრო? მგონია, რომ ჯერ კიდევ რაღაც მაქვს გასაკეთებელი. როგორც ხელოვანი, ყველაზე ნაყოფიერი მაშინ ვიყავი, როცა მიყვარდა. ეს სიყვარული 11 წლის წინ იყო.

- ერთგული ხარ?

- ძაღლივით ერთგული ვარ. როცა შეყვარებული ვიყავი, გვერდით ერთხელაც არ გამიხედავს. არა მხოლოდ პირად ურთიერთობაში, არამედ საქმეშიც ასეთი ვარ. არ არსებობს, ვინმეს რამეში ვუღალატო. ის, რაც ჩემში არ მომწონს, არაპუნქტუალობაა.

- "ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსი საკუთარ ნიჭიერებაში დაარწმუნოს".

- ეს პერიოდი ბავშვობაში მქონდა, აწი აღარავისთვის არაფრის დამტკიცებას აღარ ვაპირებ.

- "მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა, უნარი აქვს, ნებისმიერი ფიასკოსა და კრახის შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოდგეს".

- იმიტომ, რომ მართალი ადამიანი ვარ. ტყუილში არასდროს მიცხოვრია.

- "შეგიძლიათ, ვერძს ნებისმიერი სირთულის საქმის მოგვარება მიანდოთ".

- შეგიძლიათ, ასე მოიქცეთ!

- მიზანდასახული ხარ?

- სხვადასხვა პროექტიდან დღესაც მაქვს შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ ბევრ რამეზე უარს ვამბობ. ვგრძნობ, ის ჩემი არ არის. მთელი ცხოვრება "იურმალას" ველოდებოდი, მამა კი მეჩხუბებოდა: კონკურსებში რატომ არ მონაწილეობო? არ მინდოდა, "გაცვეთილი სახე" ვყოფილიყავი. მინდოდა, ღირსეულად გამოვჩენილიყავი.

- "კეთილი პიროვნებაა, მისი ნდობა შეიძლება".

- ჩემს გონებაში იცი, რამდენი ადამიანის მოყოლილი ამბავი ინახება? ვერ წარმოიდგენ. მინდა, ყველას დიდი მადლობა ვუთხრა გამოცხადებული ნდობისთვის.

- თავად რამდენად ენდობი ადამიანებს?

- ჩემ გვერდით არიან ადამიანები, ვისაც მართლა ბოლომდე ვენდობი. ცხოვრებისეული საიდუმლოებები არ მაქვს. მკითხავ? - გიპასუხებ...

- მოუსვენარი ხარ?

- ძალიან. ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება ტანჯვაა.

- დღის რომელ მონაკვეთში ხარ დაბადებული?

- დილის 5 საათზე.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ დღის საათებში დაბადებული ძაღლი უფრო ავია, ვიდრე - ღამით.

- კი, წყნარი ადამიანი ვარ. ხმას მტერთანაც არ ვუწევ.

- "შეუძლია იცხოვროს კომფორტის გარეშე, მაგრამ თუ ფული დასჭირდება, სხვაზე მეტს იშოვის".

- კი. ბევრ ფულს იმიტომ არ ვშოულობ, რომ არ მინდა, მქონდეს. ფული ადამიანს აფუჭებს.

- ყველას ხომ არ აფუჭებს...

- იშვიათი გამონაკლისები არსებობენ. არ მინდა, ის ღირსება დავკარგო, რაც საკუთარ თავში მომწონს. გამოცდილი მაქვს, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ბევრმა ფულმა გამაფუჭოს. როცა "იურმალაზე" გარკვეული თანხა მოვიგე (მაშინ ის ჩემთვის დიდი ფული იყო), ცოტათი გავთამამდი და ეს არ მომეწონა. როცა ფული გაქვს, თავისთავად გრძნობ, რომ ვიღაცაზე რაღაცით (უფრო - ჭუჭყით) მეტი ხარ. მერე უკვე ვეღარ ხვდები, შენთან ურთიერთობისას ვინ გულწრფელია, ვინ - თამაშობს და ეჭვებიც ჩნდება. არ მსურს, ცხოვრებით დავიღალო. მინდა, ამ ყველაფრით ვისიამოვნო.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება