ბილ გეიტსი მარკ ცუკერბერგს დაუპირისპირდა

ბილ გეიტსი მარკ ცუკერბერგს დაუპირისპირდა

კომპანია "მაიკროსოფტის" ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბილ გეიტსი სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს დაუპირისპირდა.

ბილი ცუკერბერგის აზრს, რომ "ფეისბუქი" ქველმოქმედებისთვის საუკეთესო ადგილია, "ხუმრობად" აღიქვამს. გეიტსის გაღიზიანება მარკის განცხადებამ გამოიწვია - "ვგეგმავთ, იმ ქვეყნებში, სადაც ინტერნეტი კარგად არ იჭერს, "ფეისბუქი" გავააქტიუროთ და დამატებით 5 მილიარდი ადამიანი დავარეგისტრიროთ".

"როდესაც ვინმეს კითხვა ებადება, რა უფრო მნიშვნელოვანია, მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის მოძიება, თუ "მაიკროსოფტის" დახვეწა, ეს სასაცილოა. თუ ფიქრობთ, რომ ინტერნეტკავშირი მთავარი გასაღებია, არ გეთანხმებით. თუ ცხოვრების გაუმჯობესება გვინდა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად ბავშვების გადარჩენაზე", - განაცხადა გეიტსმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია ft.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა