ბოლივიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ბოლივიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა ბოლივიის ჩრდილოეთით თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 18 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თვითმფრინავის პილოტი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მძიმედ დაშავდა.

"თვითმფრინავი დაჯდომას აპირებდა, რა დროსაც პრობლემები შეექმნა და ცეცხლი გაუჩნდა", - განაცხადა ავიაკომპანია Aerocon-ის წარმომადგენელმა ნელსონ კინმა.

დაღუპულთა ოჯახებს ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა მიუსამძიმრა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა