ეკა ნიჟარაძე კახეთში სახლის ყიდვაზე ოცნებობს

ეკა ნიჟარაძე კახეთში სახლის ყიდვაზე ოცნებობს

რამდენიმე თვის წინ მახიობი ეკა ნიჟარაძე ბებია გახდა. პატარა თინამ, რომელსაც სახელი მამის ბებიის პატივსაცემად დაარქვეს, ოჯახის ყველა წევრის ცხოვრება შეცვალა, მისი დაბადების შემდეგ ეკამაც ორიენტირი მასზე აიღო. თუკი საზღვარგარეთ მიდის, იმაზე ფიქრობს, პატარას რა ჩამოუტანოს. სანამ თინა დაიბადებოდა, მისთვის ბევრი ნივთი შეიძინეს, თუმცა ეკა ფიქრობს, რომ ამ მხრივ ზედმეტად დახარჯვა არ ღირს, რადგან პატარა ვერ ასწრებს ყველაფრის ჩაცმას.

- ამ პატარა გოგონამ ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ცხოვრება შეცვალა, დედაჩემისაც კი, რომელიც მას დიდ ბებიად ეკუთვნის, ასაკშია, მაგრამ ძალა მოეცა და ისეთ ენერგიაზეა, რომ ყველას გვახარებს (იღიმის). თითოეული ჩვენგანი აწყობილია თინას რეჟიმზე. მის გარშემო ვტრიალებთ. სიმართლე გითხრა, მეშინია, ცოტა ზედმეტი არ მოგვივიდეს და არ გათამამდეს, მაგრამ რას ვიზამთ?! სხვანაირად არ გამოგვდის, ჯერ პატარაა, ძალიან საყვარელი და ჭკვიანია, თანდათან თავის ხასიათს ავლენს. ოთახში მარტო ვერ დატოვებ, არ უყვარს მარტოობა, მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

- როგორი ყოფილა ბებიობა?

- შეუდარებელი. გამოგიტყდებით, ვერ აღვიქვამ, თინა ჩემი შვილია თუ შვილიშვილი, ერთადერთი, რაშიც სხვაობას ვპოულობ, რადიკალური გადაწყვეტილებების დროს პასუხისმგებლობის ნაკლებობაა, ანუ ასეთ დროს გადაწყვეტილებას ტასო იღებს, ამგვარი დეტალები მშობლების საქმეა. სხვა მხრივ კი, რაც შემიძლია, ვეხმარები. ტასო სწავლობს, სამხატვრო აკადემიაში უწევს ხოლმე მისვლა, მე ბავშვს ვიტოვებ, ღამითაც კი დარჩენილა ჩემთან. ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავერთო მის გაზრდაში. კარგია, როცა ბავშვი ოჯახის წევრების გარემოცვაში იზრდება, ამჟამად მე ისეთი დაკავებული არ ვარ, რომ ვერ დავეხმარო. თუ მერე საქმე გამომიჩნდება, რაღაცნაირად მოვაგვარებთ ამ საკითხს.

- ტასომ მარტივად აუღო ალღო დედობას? მისთვის პირველი შვილია და ადვილი არ იქნება ამ ყველაფერთან შეგუება.

- საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ პირველი შვილის დროს სულ პანიკაში ხარ, ღელავ, არ იცი, რა, როგორ უნდა გააკეთო და ა.შ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ტასომ გამაკვირვა, ასაკით პატარაა, მაგრამ ყველაფერს ზედმიწევნით კარგად აკეთებს. მართლა არანორმალური დედაა, მარტო ზრდის ბავშვს, ძიძის გარეშე და ყველაფერს თვითონ უკეთებს, იქნება ეს საჭმელი, გამოკვებვა თუ სხვა.

- ბავშვი გარეგნულად ვის ჰგავს?

- როგორც მე ვამბობ, დილაობით - ტასოს და საღამოობით - მამას (იღიმის). ფერებით უფრო ტასოს და მისი მეუღლის დედას, ანუ ბებიას ჰგავს.

- ალბათ, ახლა შოპინგის დროსაც თინაზე ხართ გადართულები, მით უმეტეს, რომ ბავშვისთვის ისეთი ლამაზი სამოსია მაღაზიებში, თვალს ვერ მოსწყვეტ...

- სანამ თინა გაჩნდებოდა, მანამდეც უკვე გადართულები ვიყავით მისთვის ლამაზი სამოსისა და ნივთების შეძენაზე. საზღვარგარეთ რომ მივდივარ, მაშინაც შვილიშვილზე ვფიქრობ. როცა მე შვილები გავაჩინე, მაშინ არაფერი იშოვებოდა, ამიტომ სულ ერთმანეთის გამონაცვალებში გაიზარდნენ, ახლა კი იმდენი რამ იყიდება, არ იცი რომელი აარჩიო, მით უმეტეს, რომ ყველას სურვილია, შვილს თუ შვილიშვილს არაფერი მოაკლოს. თუმცა ერთი მხრივ სისულელეცაა ბევრი რაღაცის ყიდვა, რადგან ბავშვი ვერც ასწრებს ჩაცმას.

- ზოგადად, შოპინგი თუ გიყვართ, თუ ამ მხრივ გამონაკლისი ხართ?

- დიახ, სწორად აღნიშნე, გამონაკლისი ვარ, მაინცდამაინც არ ვგიჟდები შოპინგზე, მაგრამ როცა მივდივარ, მირჩევნია, მარტომ ვიარო, რომ არავისზე არ ვიყო დამოკიდებული. იმავდროულად მაინც მჭირდება ვიღაც რჩევისთვის, რადგან დიდხანს ვფიქრობ და გადაწყვეტილებას გვიან ვიღებ, სამოსს უფრო პრაქტიკულობის თვალსაზრისით ვარჩევ, ვიდრე მოდურობის. აქედან გამომდინარე, ამ პროცესით სიამოვნებას არ განვიცდი, ყოფილა შემთხვევა, მაღაზიაში შესულს თავბრუ დამხვევია და ისე გამოვსულვარ, რომ არაფერი შემიძენია.ეს პროცესი ფიზიკურად ისე მღლის, რომ ცუდად ვხდები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება