რუს ნაციონალისტებს შეეშალათ და რუსი მამაკაცი სცემეს

რუს ნაციონალისტებს შეეშალათ და რუსი მამაკაცი სცემეს

რუსმა ნაციონალისტებმა მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პოლიციის განყოფილებიდან 200 მეტრში 42 წლის იური დოლჟენკოს უმოწყალოდ სცემეს. ამის შესახებ lifenews.ru იუწყება.  მოზარდებს 42 წლის მამაკაცი "ჩამოსული" ეგონათ.

8 მოზარდისგან შემდგარი ჯგუფი მამაკაცს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის მაღაზიაში პურის საყიდლად მიდიოდა.  თავდამსხმელები 14-დან 17- წლამდე ახალგაზრდები არიან, რომლებიც დაკავშირებული არიან ნაციონალისტურ აქცია "თეთრ ვაგონთან". აქციის დროს რუსი ნაციონალისტები მოსკოვის მეტროში თავს ესხმოდნენ არასლავური გარეგნობის ადამიანებს.

თავდამსხმელებმა მამაკაცს ბეისბოლის ჯოხით სცემეს და თან ყვიროდნენ "რუსეთი რუსებისთვის". აღსანიშნავია, რომ ცემის ფაქტს 3 გოგოც ესწრებოდა, ისინი მოვლენას მობილური ტელეფონით იღებდნენ.

დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციაში გადაიყვანეს - ის ხეიბარი დარჩება.

თავდამსხმელები დააკავეს, საქმეზე  სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა