ჯორჯ ბუში მსოფლიო ლიდერებს ხატავს

ჯორჯ ბუში მსოფლიო ლიდერებს ხატავს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა გადაწყვიტა, მსოფლიოს 19 ლიდერის პორტრეტი დახატოს. ბუში დახატავს იმ პირველ პირებს, რომლებიც მის დროს იმყოფებოდნენ ქვეყნების სათავეში. ამის შესახებ The New York Times იუწყება. პორტრეტების სერიის დაწყებას ბუში მერკელის დახატვით დაიწყებს.

ჯორჯ ბუშ-უმცროსი ფერწერამ მას შემდეგ გაიტაცა, რაც 2009 წელს საპრეზიდენტო პოსტი დატოვა. ბოლო დროს ის ძაღლებისა და კატების დახატვით იქცევდა თავს.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ბუში ტეხასში დასახლდა. ის მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში, კითხულობს ლექციებს და ხანდახან აკეთებს კომენტარს სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებზე.

ჯორჯ ბუში აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი იყო.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა