გოგა მესხი: "მაია დარსმელიძემ არ ვიცი, თავის გუნდში რატომ ამიყვანა"

გოგა მესხი: "მაია დარსმელიძემ არ ვიცი, თავის გუნდში რატომ ამიყვანა"

მომღერალი გოგა მესხი პროექტისთვის "ახალი ხმა" ახალბედა მუსიკოსი ნამდვილად არ არის, მას საზოგადოება კარგად იცნობს. არაერთ კონკურსში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ამის გამო თავი არ შეუზღუდავს და შოუში ენთუზიაზმით ჩერთო, რადგანაც მიაჩნია, რომ ის ბევრ საინტერესოსა და ახალს შესძენს.

"ბრმა კასტინგზე" რომ მიდიოდა, რატომღაც ფიქრობდა, რომ ლელა წურწუმიას ჯგუფში მოხვდებოდა, თუმცა სულ სხვაგვარად მოხდა: ის დღეს მაია დარსმელიძის გუნდის წევრია და ძალიანაც მოსწონს მასთან ერთად მუშაობა. "ამბები.გე" გოგა მესხს დაუკავშირდა.

- გოგა, რატომ ჩაერთე პროექტში?

- კარგი პროექტია, საკუთარი თავისთვის პიარის გაკეთების საუკეთესო საშუალება მეძლევა. თან, ყველა ჩემიანია.

- შენიანად ვის მიიჩნევ?

- ეს არის ბენდი, დათო ფორჩხიძე...

- როგორ გგონია, მაია დარსმელიძემ "ბრმა კასტინგზე" რატომ აგირჩია?

- მეც გამიკვირდა, ალბათ, დაბალი ხმის გამო, არ ვიცი... ისე, კი თქვა, "ფეისებთან" მუშაობა არ მიყვარსო, მაგრამ მაინც ამირჩია... არადა, მე სულ სხვაგვარად ვფიქრობდი...

- როგორ?

- დათო ფორჩხიძე მეგობარია და ამის გამო ჯგუფში არ ამიყვანდა და არც მე წავიდოდი მასთან. სტეფანესა და მაოს, მეგონა, რომ ჩემთან მუშაობა არ მოუნდებოდათ. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ლელასთან მოვხვდებოდი... სულ სხვანაირად მოხდა, რითაც უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ...

- ახლა მაიასთან მუშაობ და რინგისთვის ემზადებით?

- კი, მაიას ვიცნობდი, მაგრამ ახლოს – არა. მაგარი მუსიკოსი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ საოცარი ადამიანი აღმოჩნდა...

- როგორც მწვრთნელი მომთხოვნია?

- ამ ეტაპზე რინგისთვის ვემზადებით და ცოტა მეტი თავისუფლება გვაქვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ჩვენს ჭკუაზე დავდივართ, - ერთობლივად ვმუშაობთ და მაო ჯერჯერობით გვინდობს, მაგრამ არა მგონია, ბოლომდე ასე გაგრძელდეს …

- გამარჯვებაზე ალბათ ფიქრობ, არა?

- არ ვფიქრობ იმაზე, "ახალი ხმა 2013" გავხდები-მეთქი. თუმცა ვცდილობ, რომ ყველაფერი ხარისხიანად გვაკეთო... როგორც მუსიუკოსი, ამ პროექტით საკუთარ თავს ბევრ სასარგებლოს შევძენ. მით უფრო, რომ ასეთი მაგარი მწვრთნელი მყავს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება