დრიუ ბერიმორი მეორე ბავშვს ელოდება

დრიუ ბერიმორი მეორე ბავშვს ელოდება

მსახიობი დრიუ ბერიმორი არასდროს მალავდა, რომ დიდი ოჯახი სურდა. მსახიობის ოცნება ახდა და მალე იგი მეორე ბავშვს გააჩენს. ვარსკვლავის წარმომადგენელმა მსახიობის ორსულობა ოფიციალურად დაადასტურა.

38 წლის ბერიმორის მეუღლე არტ-კონსულტანტი უილიამ კოპელმანია, მათ ამჟამად საერთო ქალიშვილი, 13 თვის ოლივი ჰყავთ.

დრიუს ორსულობის შესახებ ცნობილი გლამურულ ღონისძიება LACMA-ზე გახდა, მისი ფართო კაბა მომრგვალებულ მუცელს ფარავდა.

"ოჯახში ერთადერთი ბავშვი ვიყავი",- თქვა ახლახან მსახიობმა და დასძინა, რომ მის ოჯახში ერთი შვილი არ უნდა იყოს. ბერიმორის თქმით, იგი მზად იყო მეორე შვილი "მაშინვე" გაეჩინა.

მომზადებულია US Magazine-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება