ემინემი YouTube-ის მუსიკალური პრემიის ცერემონიაზე "წლის მომღერალად" აღიარეს

ემინემი YouTube-ის მუსიკალური პრემიის ცერემონიაზე "წლის მომღერალად" აღიარეს

პოპულარული ამერიკელი რეპერი ემინემი YouTube-ის მუსიკალური პრემიის გადაცემის პირველ ცერემონიაზე "წლის მომღერლად" აღიარეს. YouTube -ის პრემიის გადაცემის ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა. გაიმარჯვეს ვიდეო რგოლებმა ან შემსრულებლებმა, რომელთაც წლის მანძილზე ყველაზე მეტი ნახვა მოაგროვეს.

"წლის ვიდეოდ" სამხრეთ კორეელი გოგონების ჯგუფ Girls' Generation-ის სიმღერა I Got A Boy-ის კლიპი აღიარეს. "YouTube-ის მოვლენად” სიმღერა I Knew You Were Trouble დასახელდა, რომელსაც პოპულარული ქანთრი-მომღერალი ტეილორ სვიფტი ასრულებს.

"წლის გარღვევა" Macklemore & Ryan Lewis გახდა, ხოლო ნომინაციაში "ყველაზე ინოვაციური ვიდეო" ჯგუფმა DeStorm-მა სიმღერით See Me Standing გაიმარჯვა. ყველაზე მეტი გამოხმაურება YouTube-ზე ამერიკელ ვიოლონჩელისტ Lindsey Stirling & Pentatonix-ის კომპოზიცია Radioactive-მა მოაგროვა.

ცერემონიას მსახიობი ჯეისონ შვარცმანი და მუსიკოსი რეგი შოტსი უძღვებოდნენ. მათ გამარჯვებულებს ჯილდო გადასცეს, რომელიც წითელ ღილაკ PLAY-ის ფორმის ფიგურას წარმოადგენს და რომელზე დაჭერითაც YouTube-ზე ვიდეორგოლი ირთვება.

აღსანიშნავა, რომ მომღერალი კეტი პერი Twitter-ის ყველაზე პოპულარული მომხმარებელი გახდა. მომღერალს მიკრობლოგზე 46,5 მლნ-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

მომზადებულია Voice of America-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება