ნატალია ვოდიანოვა მეოთხე შვილს ელოდება

ნატალია ვოდიანოვა მეოთხე შვილს ელოდება

ნატალია ვოდიანოვა მალე ოთხი შვილის დედა გახდება: რუსი სუპერმოდელი და მისი ფრანგი საყვარელი ანტუან არნო პირველი საერთო შვილის დაბადებას ელიან.

პრესას ახალი ამბავი მოდელის დედამ, ლიდია გრომოვამ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ორსულობისა, ნატალია მუშაობას აგრძელებს.

"გადაღებები დილის 7 საათზე იწყება და შუაღამემდე გრძელდება. რა თქმა უნდა, ასეთ დატვირთვასთან გამკლავება რთულია. თან ნატაშას ტოქსიკოზი აწუხებს. გადაღებების დროს ქალიშვილთან ერთად ვიყავი და გულისრევას ხალხური მეთოდებით გავუმკლავდით",-აღნიშნა მოდელის დედამ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.

ბრიტანელ არისტოკრატ ჯასტინ პორტმანთან ქორწინებაში ვოდიანოვას სამი შვილი ჰყავს: ლუკასი, ნევა და ვიქტორი. მეოთხე ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება