სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები კონფლიქტის მოსაგვარებლად შეხვდებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები კონფლიქტის მოსაგვარებლად შეხვდებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ ერთი თვის ვადაში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ეუთო-ს მთიანი ყარაბაღის საკითხზე მომუშავე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს.

"სარგსიანმა და ალიევმა შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, რომ პრობლემის დარეგულირებასთან დაკავშირებით საკუთარი მიდგომები დააზუსტონ და წინსვლის შესაძლებლობები განიხილონ",- ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში, რომელიც რეგიონში მათი მორიგი ვიზიტის დასრულების შემდეგ გავრცელდა.

"ელჩები იგორ პოპოვი (რუსეთი), ჟაკ ფორი (საფრანგეთი) და ჯეიმს უორლიკი (აშშ) და ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპშიკი 4 ნოემბერს ბაქოში იმყოფებოდნენ და 5 ნოემბერს - ერევანში. იმისთვის, რომ მხარეებს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში დახმარებოდნენ",- აღნიშნულია დოკუმენტში. მათ განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ხელმძღვანელის "მოსალოდნელ შეხვედრაზე მუშაობას აგრძელებენ".

თანათავმჯდომარეებმა მხარეებს მოუწოდეს, "თავშეკავება გამოიჩინონ საჯარო განცადებების გაკეთებისას. ნებისმიერი სამხედრო ქმედება განხილული იქნება, როგორც სამშვოდობო პროცესისთვის ზიანის მიყენების მცდელობა ",- აღნიშნავენ შუამავლები.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა