Forbes-მა მსოფლიოს 12 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი დაასახელა

Forbes-მა მსოფლიოს 12 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს 12 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგი შეადგინა, რომელსაც მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები - ბილ გეიტსი (Microsoft), ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი (Google) და მარკ ცუკერბერგი (Facebook) ლიდერობენ.

ეს ადამიანები არა მხოლოდ ფინანსურ ნაკადებს აკონტროლებენ, არამედ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც მაქსიმალურად ფართო აუდიტორიაზე ახდენს გავლენას.

რეიტინგში 4-ე ადგილზე ნიუ-იორკის უკვე ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი აღმოჩნდა.

მეხუთე ადგილი ინტერნერტ-კომპანია Softbank-ის გენერალურ დირექტორ მასაიოსი სანუს ერგო. მეექსვე ადგილს Space Exploration Technologies Corp-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ელონ მასკი იკავებს. მეშვიდეს - ტერი გუ, Hon Hai Precision-ის გენდირექტორი, რომელიც ცნობილია ბრენდით Foxconn. მერვეს - Oracle გენდირექტორი ლარი ელისონი.

მეცხრე ადგილი რობინ ლიმ დაიკავა, რომელიც ჩინური საძიებო სისტემის Baidu-ს გენერალური დირექტორია. მეათე - ნიგერიელმა ალიკო დანგოტმა, Dangote-ს გენდირექტორმა. მეთერთმეტე - რიდ ჰოფმანმა, ის ფონდ Greylock Partners-ის პარტნიორია. 2012 წლის 12 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების რეიტინგს ბრიტანელი მოჰამედ იბრაგიმი ასრულებს, რომელიც ფონდ Mo Ibrahim Foundation-ის დამფუძნებელია.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა