უსინათლო აუტისტი პიანისტი, რომელიც ერთხელ მოსმენილს ვირტუოზულად უკრავს

უსინათლო აუტისტი პიანისტი, რომელიც ერთხელ მოსმენილს ვირტუოზულად უკრავს

უსინათლო ბრიტანელი პიანისტი დერეკ პარავიჩინი ვირტუოზი მუსიკოსია. აუტისტ დერეკს, რომელმაც საკუთარი ასაკიც კი არ იცის, შეუძლია, ერთხელ მოსმენილი მელოდია უშეცდომოდ, ვირტუოზულად შეასრულოს. იდეალური სმენა, საოცარი იმპროვიზაციის უნარი და არაჩვეულებრივი რიტმის შეგრძნება თანდაყოლილი აქვს 34 წლის მამაკაცს, რომელსაც დამოუკიდებლად ჩაცმა, ჭამა და თავის მოწესრიგებაც კი უჭირს.

დერეკი დედამ ორსულობის მეექვსე თვეში გააჩინა, ბიჭი სულ რაღაც 900 გრამს იწონიდა. დაბადებიდან უსინათლო დერეკის ვირტუოზ მუსიკოსად ჩამოყალიბება მისი ძიძის და ფორტეპიანოს მასწავლებლის დამსახურებაა. პირველმა ძიძამ შეამჩნია, რა ემოციურად რეაგირებდა ჩვილი მუსიკასა და ხმებზე, პედაგოგმა კი ოთხი წლის ასაკიდან ახალი ცხოვრება დააწყებინა ნიჭიერ დერეკს.

პარავიჩინის მუსიკის პედაგოგი ადამ ოკელფორდი იხსენებს: "როცა დერეკი გავიცანი, 4 წლის იყო. ბიჭს უცნაური ჩვევა ჰქონდა - აგრესიას გამოხატავდა ყველას მიმართ, ვინც მის სათამაშო ფორტეპიანოს შეეხებოდა. ამიტომ ხერხს მივმართე - ინსტრუმენტი ოთახის სხვა ნაწილში მიმქონდა და ის რამდენიმე წამი, სანამ დერეკი მიპოვიდა, გაუჩერებლად ვუკრავდი რაიმე მელოდიას, რომ მას მოესმინა და დაემახსოვრებინა".

ბიჭი, რომელიც დაიბადა ოჯახში, სადაც არასდროს არავის არც ერთ ინსტრუმენტზე არ დაუკრავს, 11 წლის ასაკში უკვე ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავდა. 34 წლის დერეკ პარავიჩინიზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ვირტუოზი მუსიკოსი მწერალ უილიამ სომერსეტ მოემის შვილთაშვილი და პრინც ჩარლზის მეუღლის, კამილა პარკერ ბოულზის დიშვილია.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება