ელცინის შვილიშვილი სამხედრო დრამას გადაიღებს

ელცინის შვილიშვილი სამხედრო დრამას გადაიღებს

რუსეთის პირველი პრეზიდენტის შვილიშვილი, ბორის ელცინი-უმცროსი სამხედრო დრამა "ღამის კუდიანების" პროდუსერი გახდება.

სურათი მოგვითხრობს 46-ე გვარდიის ღამის ბომბდამშენ საავიაციო პოლკზე, რომელიც საბჭოთა კავშირში 1941 წელს ჩამოყალიბდა. პოლკის შემადგენლობაში 17-22 წლის ქალები შედიოდნენ. მათი პირველი საბრძოლო მისია 1942 წელს განხორციელდა. გერმანელები პოლკის მფრინავებს "ღამის კუდიანებს" ეძახდნენ.

ფილმის სცენარს გრეგორი ალენ ჰოვარდი დაწერს, რომელმაც ადრე სურათების - "ალი" და "ტიტანების გახსენებისას" - შექმნაში მონაწილეობდა. ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ იქნება რეჟისორი, ან როდის დაიწყება გადაღებები, არ ვრცელდება. მთავარი როლების პრეტენდენტების სახელებიც უცნობია.

ბორის ელცინი-უმცროსს ამჟამად ჰოლივუდში საკუთარი კომპანია Timedale Entertainment აქვს. მისი პარტნიორი პროდუსერი მეთ ჰელერია.

მომზადებულია Variety-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება